2019-06-11

ჯეიმზ ჯოისისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი და საქართველოს ჯეიმზ ჯოისის ასოციაცია ა.წ. 26-27 სექტემბერს ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც მიზნად ისახავს წარმოაჩინოს ჯოისის შემოქმედების აღქმა სხვადასხვა ქვეყნებსა და კულტურებში.

კონფერენციის თემატიკაა:
* ჯოისის ნაწარმოებების თარგმნა და კვლევა საქართველოში.
* ჯოისის ნაწარმოებების გავლენა სხვა მწერლების შემოქმედებაზე.
* ჯოისი და მოდერნიზმი
*  ჯოისი და პოსტმოდერნიზმი

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ მოკლე ბიო და აბსტრაქტი გადაგზავნოთ მისამართზე:jimjoycetbilisi9@gmail.com

კონფერენციის სარეგისტრაციო გადასახადია 90 ლარი, სტუდენტებისათვის 40 ლარი. კონფერენციის მასალები დაიბეჭდება და მონაწილეები საჩუქრად მიიღებენ ერთ ეგზემპლარს.
Print

« იხ. ყველა სიახლე