2019-08-07

სტუდენტთა VII სამეცნიერო კონფერენცია „თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები“

ძვირფასო სტუდენტებო!

გიწვევთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ VII სამეცნიერო კონფერენციაში – თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები  – მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენცია გაიმართება 2019 წლის 30 სექტემბერს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები უნდა გამოგზავნონ ა/წ 10 სექტემბრამდე ელ.ფოსტის მისამართზე: translation@tsu.ge

თეზისების გაფორმების წესი:

• ფურცლის ზომა A4;
• მინდორი: ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2 სმ.
• შრიფტი - უნიკოდი (Sylfaen);
• შრიფტის ზომა -12;
• სტრიქონებს შორის მანძილი -1, 5;
• გვერდების რაოდენობა - 1 (150 სიტყვა)

თეზისების თავში მოათავსეთ შემდეგი ინფორმაცია:

• ავტორის სახელი და გვარი (ცენტრირებული, Bold, შრიფტის ზომა 14);
• თეზისების სახელწოდება (ცენტრირებული, Bold, შრიფტის ზომა 14);
• თეზისების ძირითადი ნაწილი - (შრიფტის ზომა 12);

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი,
მსჯელობა – 5 წუთი.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვებგვერდზე აიტვირთება კონფერენციის პროგრამის ელექტრონული ვერსია, ხოლო მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი
თსუ პირველი კორპუსის 204-ე ოთახი.

Print

« იხ. ყველა სიახლე