2019-11-08

კონკურსი - ნიკო ფიროსმანი, მხატვრის ცხოვრება და შემოქმედება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია და საერთაშორისო ფონდი ,,ფიროსმანის უკვდავება“ მიმდინარე წელს აცხადებს საშობაო კონკურსს  სახვით ხელოვნებაში (ფერწერა, გრაფიკა, მცირე პლასტიკა და სხვა.) ჯილდოს -  ,,ფიროსმანის ფუნჯი“ - მოსაპოვებლად მოსწავლეებისა და სტუდენტი-ახალზრდობისთვის.

საკონკურსო თემაა:  ნიკო ფიროსმანი, მხატვრის  ცხოვრება და შემოქმედება.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ვადა: 1 დეკემბრიდან 22 დეკემბერის ჩათვლით.    

საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ადგილი: ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი, ფიროსმანის ქ. N29, 11 საათიდან 17 საათამდე.

გამარჯვებულის გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონიალი შედგება 2020 წლის 11 იანვარს, ნიკალას მშობლიურ სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზში.
საკონტაქტო : დალი აბაშიძე,   ტელეფონი: 599 8 40 12 daliabashidze46@ gmail.com ნინო ვაჩეიშვილი, ტელეფონი: 577 25 33 55 ninovacheishvili @ gmail.com
Print

« იხ. ყველა სიახლე