2019-02-05

საერთაშორისო კონფერენცია „იდეოლოგია და ლინგვსიტური იდეები“

ენათმეცნიერების ისტორიით დაინტერესებულ მკვლევრებს ვიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „იდეოლოგია და ლინგვისტური იდეები –2019“.
ამ თემაზე კონფერენცია გაიმართა 2015 და 2017 წლებში. წლევანდელი კონფერენცია ეძღვნება რასმუს რასკსა და შედარებითი და არეალური ენათმეცნიერების ორასწლოვან ისტორიას.
200 წლის წინ, როცა უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა ცნობილი ნაშრომი ისლანდიური ენის შესახებ,  რასმუს რასკი სამოგზაუროდ აღმოსავლეთში გაეშურა. მან პეტერბურგიდან დაიწყო, იქიდან კი თბილისში გადმოვიდა. თბილისის შემდეგ მოიარა ირანი, ინდოეთი და ცეილონი. ამ მოგზაურობის დროს შექმნილმა ნაშრომებმა მტკიცე საფუძველი შეუქმნა ისტორიულ-შედარებით ენათმეცნიერებას. საილუსტრაციოდ კმარა რამდენიმე სტატიის დასახელება: „ნორვეგიის, ისლანდიის, შვედეთისა და ფინეთის ენებისა და ლიტერატურის შესახებ“, მისი შრომები ზენდური ენისა და ინდოეთის ენებში ევროპულის მსგავსი ბგერების გადმოცემის თაობაზე. სწორედ ამიტომ ჩვენი კონფერენცია ეძღვნება რასმუს რასკსა და შედარებითი და არეალური ენათმეცნიერების ორასწლოვან ისტორიას.

კონფერენციის ორგანიზატორები:

გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დანიის  მეცნიერებათა სამეფო აკადემია
პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენცია გაიმართება 2019 წლის 12-14 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მოწვეული მომხსენებლები:

ჰანს ბასბოლი (სამხრეთ დანიის უნივერსიტეტი)
ფრანს გრეგერსენი (კოპენჰაგენის უნივერსიტეტი)
ლეონიდ ჩეკინი (სამეცნიერო ცენტრი „აირო-XXI“, მოსკოვი)
კონფერენციის დღის წესრიგში ინტერესით ჩავრთავთ ყველა მოხსენებას, რომელიც
შეეხება ენათმეცნიერული აზრის ისტორიის ნებისმიერ ასპექტს, მის მიმართებას
იდეოლოგიასთან, 
ასევე კონკრეტული შემთხვევების ანალიზსა და მეთოდოლოგიურ მიდგომებს.

კონფერენციის სარედაქციო საბჭო:

გიორგი შარვაშიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი)
თამაზ გამყრელიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია)
ჰანს ბასბოლი (სამხრეთ დანიის უნივერსიტეტი)
ფრანს გრეგერსენი (კოპენჰაგენის უნივერსიტეტი)
კამიელ ჰამანსი (ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტი, პოზნანი, პოლონეთი)
ივანე ლეჟავა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ნანა მაჭავარიანი (არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
იური კლაინერი (პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ალექსეი ანდრონოვი (პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ელენა კრასნოვა (პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
თინათინ ბოლქვაძე (კონფერენციის თავმჯდომარე, გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება, ივანე ჯავახიშვილის სახელობისთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

კონფერენციის აღმასრულებელი საბჭო:

ეკატერინე ნავროზაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
მაკა თეთრაძე (გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ნინო აბესაძე (გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

კონფერენციის თეზისების მოცულობა: არა უმეტეს 400 სიტყვისა ქართულად და ინგლისურად; თეზისებს თან უნდა ერთვოდეს  მონაწილის მოკლე ბიოგრაფია,
სამუშაო ადგილისა და ელ. ფოსტის მითითებით.
ფორმატი: MS Word.doc
შრიფტი: Sylfaen, ზომა - 11

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური

მოხსენებათა თეზისების მიღების ვადა: 15 ივნისი, 2019 წ.
კონფერენციის  ელ. ფოსტა: gashol.ge@gmail.com
მოხსენებათა თეზისებს შეარჩევს კონფერენციის სარედაქციო საბჭო 2019 წლის 30 ივნისამდე.
თანხმობის წერილს კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ მომხსენებლები
მიიღებენ 2019 წლის 5 ივლისამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ აღმასრულებელია საბჭოს წევრებს კონფერენციის ელ.მისამართზე: gashol.ge@gmail.com
კონფერენციის სარეგისტრაციო თანხა საქართველოს მოქალაქეებისათვის - 100 ლარი, თანაავტორებიდან თითოეულისათვის - 70 ლარი
სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის - 130 ევრო
Print

« იხ. ყველა სიახლე