2019-06-11

V სამეცნიერო კონფერენციას: "საქართველო და შორეული აღმოსავლეთის სამყარო: ისტორია, თანამედროვეობა და სამომავლო პერსპექტივები"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნეირო ინსტიტუტის შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდენობის  მიმართულება 2019 წლის 28-29 ნოემბერს ატარებს V სამეცნიერო კონფერენციას: "საქართველო და შორეული აღმოსავლეთის სამყარო: ისტორია, თანამედროვეობა და სამომავლო პერსპექტივები".

კონფერენციის მიზანია:

· იაპონიის, ჩინეთის, კორეის და აზიის სხვა ქვეყნების  ისტორიის, კულტურის სხვადსხვა დარგების, რელიგიური საკითხების, აქტუალური პოლიტიკური პრობლემების წარმოჩენა წარსულსა  და თანამედროვე ეტაპზე..
· აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები საქართველოსთან ურთიერთობის ჭრილში.
· საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში შორეული აღმოსავლეთის რეგიონის  პრობლემატიკით დაინტერესებული მკვლევარ-სპეციალისტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება
· ინტერდისციპლინური ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.
· შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის პოპულარიზაცია საქართველოში და პოზიტიური წვლილის შეტანა დარგის შემდგომ განვითარებაში.

ზემოთხსენებული საკითხები არ ზღუდავს რეგიონთან დაკავშირებულ სხვა თემატიკას, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს კონფერენციაზე.
კონფერენციის მოხსენებების თემატიკა საკმაოდ ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები და ა.შ.

კონფერენციის გახსნა: 2019 წლის 28 ნოემბერი, 11:00.
მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, 202-ე აუდიტორია

სამუშაო ენა: ქართული

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ სხვადსხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, დოქტორანტებს და მაგისტრებს. მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი ( განაცხადის ფორმა იხ. დანართში) და მოხსენების მოკლე (200 სიტყვა) ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: fec@tsu.ge არაუგვიანეს 2019 წლის 25 ოქტომბრისა.

მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Vკორპუსი, ოთახები 306 და 127, ჭავჭავაძის გამზ. #36
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
პროფესორი ნანა გელაშვილი 599 93 49 77
თათია მემარნიშვილი  551 40 22 81 
Print

« იხ. ყველა სიახლე