2019-11-12

მეცნიერებათა აკადემიაში მეცნიერების მსოფლიო დღე აღინიშნა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართა საზეიმო სხდომა, რომელიც მიეძღვნა მეცნიერების მსოფლიო დღეს.
ამ დღის აღსანიშნავად დარგში მიღწეული წარმატებებისათვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები -  მარიკა ჯიქია, ელგუჯა ხინთიბიძე და ჯაბა სამუშია.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ულოცავს თავის პროფესორებს ამ საპატიო ჯილდოს და უსურვებს ჯანმრთელობასა და ახალ შემოქმედებით წარმატებებს!
 იხ. ფოტო
Print

« იხ. ყველა სიახლე