2018-09-03

ტურიზმის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ

2018 წლის  3 აგვისტოს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე განხორციელდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი ტურიზმის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით. აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნების საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ტურიზმის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.
Print

« იხ. ყველა სიახლე