ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-11-29

ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის სხდომა

2018 წლის 27 ნოემბერს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა  ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის სხდომა.
სხდომაზე ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავლო საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორად ერთი სემესტრის ვადით დამტკიცდა პროფესორი თემურ შენგელია, ხოლო ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორად ერთი სემესტრის ვადით დამტკიცდა პროფესორი ნუგზარ თოდუა.
სხდომაზე გაინხილეს ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციის საკითხები, ასევე, კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი შუალედური გამოცდების მე-8 და მე-9 კვირაში ჩატარებას.

Print

« იხ. ყველა სიახლე