ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-10-15

სამუშაო შეხვედრა ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციასთან დაკავშირებით

2018 წლის 12 ოქტომბერს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ბიზნესის
ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების
მოდერნიზაციასთან დაკავშირებით გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა.

სხდომას ესწრებოდნენ: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი,
პროფესორი გიორგი ღაღანიძე, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურის უფროსი ქ-ნი ეთერ ხარაიშვილი, ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ქ-ნი
მარინა ჩავლეიშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამის ხელმძღვანელები, პროფესორები: ნუგზარ თოდუა, თემურ შენგელია,
დემურ სიჭინავა, ლევან საბაური, იოსებ ხელაშვილი. ასოც. პროფესორი ნანა კაციტაძე.

სხდომაზე ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის
კოორდინატორად დამტკიცდა პროფესორი თემურ შენგელია.
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების
ანგარიშისა და დანართების მომზადების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად
დამტკიცდა პროფესორი ლევან საბაური.

სხდომაზე განიხილეს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის მოდერნიზაციის საკითხები. მოდერნიზებული
პროგრამების სამუშაო ვარიანტები განსახილველად გადაეცა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მხარდამჭერ კომიტეტს.

Print

« იხ. ყველა სიახლე