ჩვენ შესახებ


ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფლებამოსილება

1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, აკადემიური პერსონალის პროფესიული ხარისხის განვითარების სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფლებამოსილია ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული პროფესორი ან პროფესორი.
4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) გამოყენებისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით.
5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ერთიანი საუნივერსიტეტო სისტემის ნაწილს.
6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს სემესტრში ერთხელ წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს.

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დებულება (ამონარიდი: თავი V, მუხლი 11).

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები

ეთერ ხარაიშვილი - სამსახურის უფროსი
E-mail: eter.kharaishvili@tsu.ge

ია ნაცვლიშვილი - უფროსი სპეციალისტი
E-mail: ia.natsvlishvili@tsu.ge

ნანა მაისურაძე - უფროსი სპეციალისტი
E-mail: nana.maisuradze @tsu.ge

ნინო ტალიკაძე - უფროსი სპეციალისტი
E-mail: nino.talikadze@tsu.ge

მისამართი: 0186 თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 2,
თსუ მე–10 (მაღლივი) კორპუსი, ოთახი 708
ტელეფონი: 2300185