დოქტორანტურაში მისაღებ დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების კრიტერიუმები:


  2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე დოქტორანტურაში მისაღებ დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების კრიტერიუმები:

1.    კვლევითი პროექტი _ 3-4 გვერდის მოცულობით, სადაც დასაბუთებულია სადისერტაციო თემის აქტუალობა, კვლევის მიზანი, ამოცანები და დაგეგმილი (მისაღწევი) სამეცნიერო-თეორიული და პრაქტიკული შედეგები.

2.     პროფესორის სარეკომენდაციო წერილი.

3.    დოქტორანტობის კანდიდატმა გასაუბრებისას უნდა გააკეთოს მოხსენება წარმოდგენილი კვლევითი პროექტის მიხედვით  დარგობრივ კომისიასთან.

4.    გასაუბრება შეფასდება სამი კრიტერიუმით: განათლება (კვალიფიკაციასთან შესაბამისობა), მოტივაცია,  კვლევითი პროექტის პრეზენტაცია.

შენიშვნა:
თითოეული კომპონენტი ფასდება 1-10 ქულამდე. საბოლოო შეფასება მოხდება სამივე კომპონენტის საშუალო არითმეტიკულით. 6 და ნაკლები ქულის დაგროვების შემთხვევაში დოქტორანტობის კანდიდატი ეთიშება კონკურსს.