შესახლების წესები


ლისის საერთო საცხოვრებელში განსახლების პირობები
  • საცხოვრებელ ფართზე დროებით ცხოვრების უფლება ენიჭებათ უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს მიუხედავად მოქალაქეობისა.
  • საერთო საცხოვრებლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად სტუდენტი ვალდებულია გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია.
  • ონლაინ რეგისტრაციის დასრულების შემდგომ 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პირადობის მოწმობის, ან პასპორტის იმ გვერდების ასლი, რომლითაც დგინდება პირის ვინაობა. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ბინადრობის მოწმობის და ასეთის არსებობის შემთხვევაში - ვიზის ასლები; ბ) ცნობა, შესაბამისი ფაკულტეტიდან სტუდენტის აქტიური სტატუსის ქონის შესახებ; გ) ორი ფერადი ფოტოსურათი 3×4-ზე;
  • უნივერისტეტის სტუდქალაქის ადმინისტრაცია ადგენს საერთო საცხოვრებელში ცხოვრების უფლების მქონე პირებს ქვემო მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე, მათი ანბანურ თანმიმდევრობაში ასახული პრიორიტეტულობის გათვალისწინებით: ა) უნივერსიტეტის სტუდქალაქში მაცხოვრებელი სტუდენტის და ან ძმა (დამატებით უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დაბადების მოწმობა); ბ) სტუდენტი, რომელსაც გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა (დამატებით უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული გარდაცვალების მოწმობა, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების დოკუმენტი); გ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეულის მიხედვით არის 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა (დამატებით უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახის მონაცემების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა); დ) სტუდენტი, რომელიც არ მიეკუთვნება ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებულ კატეგორიას აღნიშნული პრინციპის გამოყენების შემდგომ, შესაძლო საჭიროებისას შესახლების გადაწყვეტილების მიღების დროს უპირატესობა ენიჭება ონლაინ რეგისტრაციისას უფრო ადრე დარეგისტრირებულ პირს.
  • ზემოთმოცემული პროცედურების დასრულების შემდგომ, შესახლების უფლებამინიჭებულ სტუდენტთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
  • ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება შესაბამისი სასწავლო პროგრამით განსაზღვრული სწავლების ვადის ფარგლებში (ხელშეკრულების ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ერთი დამატებითი სემეტრის ვადით, მობინადრის განცხადების საფუძველზე).


ლისის საერთო საცხოვრებლით სარგებლობის ტარიფები
  • სტუდენტი - თვეში 150 ლარი
  • სტუდენტი, რომელსაც გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა - თვეში 120 ლარი
  • სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომლთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეულის მიხედვით არის 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა - თვეში 120 ლარი
  • სტუდნეტი რომელსაც მიმდინარე მონაცემებით აქვს  არანაკებ 3,5 GPA - თვეში 120 ლარი

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდქალაქის შინაგანაწესი