თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში ადმინისტრაციული პერსონალისთვის, მასწავლებლებისთვის და სტუდენტებისთვის ტრენინგი „პრიორიტეტიზება და გადაწყვეტილებების მიღება“ ჩატარდა.
ტრენინგი Erasmus + პროგრამის მიერ თანადაფინანსებული ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის „DeSIRe - რბილი უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად” ფარგლებში განხორციელდა. მას პროექტის ადგილობრივი კოორდინატორია თსუ ასოცირებული პროფესორი, EUA-CDE სადოქტორო განათლების საბჭოს წევრი, საქართველოში Erasmus + უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე, ირმა გრძელიძე უძღვებოდა.
ტრენინგი მოიცავდა გადაწყვეტილების მიღების სტრატეგიებს, პრიორიტეტების სწორად დასახვის ტექნიკებს და ინდივიდუალურ თუ გუნდურ პროცესებში ეფექტურად რეაგირების უნარების გაძლიერებას.