სამუშაო განაკვეთი: სრული
შპს „აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს 1-წლიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას E-commerce მიმართულებით
თუ ხარ სტუდენტი და მზად ხარ, სწავლასთან ერთად აქტიურად ჩაერთო დატვირთულ სამუშაო პროცესში და რეალურ ონლაინ-გაყიდვებზე იმუშაო — ეს სტაჟირება შენთვისაა.
რას გააკეთებ ყოველდღიურ სამუშაო პროცესში:
• კომპანიის ონლაინ-გაყიდვების პლატფორმების ადმინისტრირებაში მონაწილეობას;
• შეკვეთების მონიტორინგსა და ოპერატიულ კორექტირებას;
• პროდუქტების განთავსებასა და ონლაინ კატალოგების მართვას;
• კონტენტის განახლებასა და ონლაინ პლატფორმების განვითარებაში ჩართულობას;
• გაყიდვებისა და ონლაინ პლატფორმების მონაცემებზე დაფუძნებული ანგარიშების მომზადებას;
• E-commerce პროექტების განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას.
რას ვითხოვთ:
• სრული ან არასრული უმაღლესი განათლება E-commerce-ის, მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
• MS Office-ის ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
• ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
• ინგლისური ენის სამუშაო დონე;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის მზადყოფნა.
რას გთავაზობთ:
• რეალურ ონლაინ-გაყიდვებზე მუშაობის გამოცდილებას;
• პროფესიონალ გუნდთან ერთად ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ჩართულობას;
• განვითარებას საქმეზე სწავლით;
• 1-წლიან ანაზღაურებად სტაჟირებას;
• სრულ სამუშაო გრაფიკს (40 სთ/კვირაში), სალექციო საათების გათვალისწინებით;
• 1000 ლარი (Gross) თვიური ანაზღაურება.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატებს მიეცემათ დასაქმების შეთავაზება.
დაიწყე კარიერა E-commerce სფეროში რეალური გამოცდილებით და შეუერთდი „აი სი არ ტრეიდის“ გუნდს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20 იანვარი, 2026
განაცხადის გასაგზავნად ეწვიეთ ბმულს