Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტურ პროექტებზე განაცხადის მიღება დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი აცხადებს კონკურსს სტუდენტური პროექტების მიღებაზე. განაცხადები მიიღება 2 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით.


 
თსუ პროფესიული პროგრამების ნებისმიერ სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს შეუძლია წარმოადგინოს პროფესიულ/საგანმანათლებლო, ასევე კულტურულ/სპორტული პროექტი, რომელსაც განიხილავს სპეციალური კომისია.  შერჩეული პროექტები განხორციელდება თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მხარდაჭერით და დაფინანსებით პროფესიული პროგრამების სასწავლო პერიოდში.


 
სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი, განაცხადის, სამოქმედო გეგმის და ბიუჯეტის ფორმების სანახავად იხ. ბმულები.

 

პროფ. სტუდენტური პროექტები დანართი N1

 

განცხადების ფორმა დანართი N2

 

 

სამოქმედო გეგმა დანართი N3

 

ბიუჯეტი დანართი N4

 

შეფასების ფორმა დანართი N5

 

ბრძანება-სტუდენტების, მსმენელების პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცება

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა განაცხადი და საკონკურსო დოკუმენტაცია
უნდა გაგზავნოთ cve@tsu.ge


 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში და ინფორმაციისთვის
მიმართეთ nana.mamagulishvili@tsu.ge, salome.tchanturidze@tsu.ge

თარიღი: 01/03/2026