geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მეცნიერების ფესტივალი პროფესიული სტუდენტების მონაწილეობით

თსუ პროფესიული პროგრამის “ღონისძიების ორგანიზება” (თბილისი) სტუდენტები ქალაქ თელავში გამართულ მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობდნენ.

 

მომავალი ღონისძიების ორგანიზატორები უშუალოდ იყვნენ ჩართული თსუ სტენდის და სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებაში.

 

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტების გამოფენა, სადაც თსუ საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად წარდგა. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ბიოლოგიის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ზოოლოგიის, მინერალოგიისა და ქიმიის მიმართულებით თსუ-ში განხორციელებულ საინტერესო პროექტებს, ექსპერიმენტებსა და აქტივობებს.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან წიქარიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

ფესტივალი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

თარიღი: 16/10/2026