ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „Front-end დეველოპმენტი“(თბილისი) მასწავლებელი ვახტანგ ზუბიაშვილი საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრა.
სასწავლო ვიზიტის მიზანია დარგობრივი პედაგოგიკის თანამედროვე ცოდნის მიღება და კოლეგებისთვის გაზიარება, მასწავლებელთა პროფესიული ქსელების გაძლიერება (ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე), პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და მიდგომების დანერგვის წახალისება პროფესიულ განათლებაში.
საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში მონაწილეობისთვის თსუ პროფესიულმა მასწავლებელმა ვახტანგ ზუბიაშვილმა პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი სრულად ფინანსდება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.