geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, სტრატეგიულად მოაზროვნე, კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უხელმძღვანელებს სკოლის PR, მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებას, გააძლიერებს ბრენდის პოზიციონირებას და ხელს შეუწყობს სკოლის რეპუტაციის, ცნობადობისა და საზოგადოების ჩართულობის ზრდას.

 

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

 

ძირითადი მოვალეობები

PR მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი პასუხისმგებელი იქნება სკოლის საკომუნიკაციო და მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაზე, შიდა და გარე კომუნიკაციების ეფექტიან მართვასა და ბრენდის განვითარების ხელშეწყობაზე.

 

პოზიცია მოიცავს:

  • სკოლის PR-ის, მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას;
  • სკოლის ბრენდის განვითარებასა და პოზიციონირების სტრატეგიის მართვას;
  • მედიასთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის კოორდინაციას;
  • შიდა და გარე საკომუნიკაციო პროცესების დაგეგმვასა და მართვას;
  • სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის კამპანიების დაგეგმვასა და ზედამხედველობას;
  • სარეკლამო და საინფორმაციო მასალების, პრეზენტაციებისა და პუბლიკაციების მომზადების კოორდინაციას;
  • სკოლის ღონისძიებების, კამპანიებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის აქტივობების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
  • კომუნიკაციური რისკების მართვასა და კრიზისული კომუნიკაციის პროცესების კოორდინაციას;
  • გუნდის საქმიანობის ხელმძღვანელობას, შესრულების მონიტორინგსა და განვითარების ხელშეწყობას.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • PR-ის, მარკეტინგის ან სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ბრენდის მართვის, მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიების დაგეგმვისა და განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება;
  • ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მართვის თანამედროვე ინსტრუმენტების ცოდნა;
  • პროექტების მართვის, ანალიტიკური აზროვნებისა და სტრატეგიული დაგეგმვის უნარი;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • გუნდის მართვისა და ეფექტური თანამშრომლობის გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი იყოს ლიდერული უნარებით გამორჩეული, კრეატიული, პასუხისმგებლიანი, ინიციატივიანი, ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული. ასევე უნდა გამოირჩეოდეს მაღალი პროფესიული ეთიკით, ძლიერი პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარებით, სწრაფად იღებდეს გადაწყვეტილებებს და ეფექტურად მართავდეს მრავალმხრივ საკომუნიკაციო პროცესებს.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული