Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აქტივების მართვის მიმართულებით (აქტივების მართვის განყოფილებაში).

 

მდებარეობა: თბილისი; ჭავჭავაძის გამზ.76მ

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

 

ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:

·       გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;

·       პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;

·       თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.

 

 

სტაჟირების მანძილზე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გამოცდილება მიიღოთ შემდეგი მიმართულებებით:

·       აქტივების მოწოდების პროცესის ეფექტიანი დაგეგმვა და მართვა;

·       აქტივების თიბისი ლიზინგის სახელზე დროული და სწორი რეგისტრაციის უზრუნველყოფა;

·       დასრულებული და გამოსყიდული აქტივების კლიენტის სახელზე რეგისტრაციის პროცესის მართვა;

·       ბაზებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა, განახლება და ადმინისტრირება;

·       აქტივების მართვასთან დაკავშირებული ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება და წარდგენა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·       უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

·       სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

·       Microsoft Office პროგრამების ცოდნა საბაზისო-სამომხმარებლო დონეზე.

 

დამატებითი უნარ-ჩვევები:

·       ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

·       დროის ეფექტურად მართვის უნარი;

·       გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული