Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტები ხანდაზმულებს ეწვივნენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისი ლოკაციის სტუდენტები წითელი ჯვრის ხანდაზმულთა სოციალურ ცენტს ეწვივნენ. სტუდენტებმა ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით ცენტრის ბენეფიციარებისთვის საზეიმო საღამო მოაწყვეს.

 

სტუდენტებმა პროფესიული პროგრამის ,,ღონისძიების ორგანიზება" ფარგლებში გაწერეს საქველმოქმედო სცენარი, დაგეგმეს აქტივოვები, შეაგროვეს ნობათი, შეიმუშავეს გასართობი პროგრამა მოხუცებისთვის და მათთან ერთად გამართეს საღამო.