ცხადდება კონკურსი 2026/2027 სასწავლო წლისთვის იუნესკო/პოლონეთის თანადაფინანსებით ორგანიზებულ არქეოლოგიისა და კონსერვაციის სტიპენდიების მოსაპოვებლად. სტიპენდიატებს უმასპინძლებს პოლონეთის ქალაქ პოზნანში მდებარე ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი.
წარმატებული კანდიდატები გაივლიან 9-თვიან ყოვლისმომცველ სტაჟირებას არქეოლოგიური მიმართულებით, სადაც გამოცდილებას მიიღებენ პოლონეთის კვლევებში გამოყენებული მოწინავე სამეცნიერო მეთოდოლოგიების შესახებ. აპლიკაციების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იუნესკოს ეროვნული კომისიის მიერ (მაქსიმუმ 2 კანდიდატი). კომისიის დასტურისა და ნომინირების შემდეგ აპლიკანტი თავად წარადგენს შევსებულ სააპლიკაციო ფორმას იუნესკოში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი და შემდეგი ბმული: https://www.unesco.org/en/fellowships/poland-archaeology-conservation ზემოაღნიშნული სტიპენდიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2026 წლის 7 მაისისა.