Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები თსუ-ში

1 მაისს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის SPG-25-652-ის "ქიმია მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში" ფარგლებში  თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბავშვო უნივერსიტეტის ქიმიის ლაბორატორიაში სტუმრად იყვნენ თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგი თამარ გელოვანი.

ლაბორატორიაში გაიმართა შემეცნებითი ლექცია ქიმიის მნიშვნელობაზე, თემატიკაზე:  ქიმია და მედიცინა; ქიმია და სოფლის მეურნეობა. ჩატარდა სახალისო ექსპერიმენტები: ვულკანი, უალკოჰოლო სასმელების დამზადება, ყვავილების შეფერადება, რძეზე ხატვა და ა.შ. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესში.