კატეგორია:
ვაკანსია/სტაჟირება
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
22/10/2026 - 09/11/2026
გსურს, დაიწყო კარიერა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება სასტუმროს საოპერაციო მიმართულებით? Silk Hospitality გთავაზობს 3-თვიან სტაჟირების პროგრამას, რომელიც პროფესიული განვითარების შესაძლებლობას გაძლევს.
რას გთავაზობთ:
- 3-თვიან სტაჟირებას საოპერაციო მიმართულებით შემდეგ ობიექტებზე: Radisson Blu Hotel Batumi, Radisson Blu Iveria Hotel Tbilisi, Hotel Telegraph, Tsinandali Estate და Kokhta Bakuriani;
- პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ სამუშაო გარემოში;
- მენტორობას დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან;
- ყოველდღიურ ჩართულობას საოპერაციო პროცესებში;
- დასაქმების პერსპექტივას სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ.
ვის ველოდებით?
- სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს;
- კანდიდატებს, რომლებსაც სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში კარიერის დაწყება და განვითარება სურთ;
- ენერგიულ, კომუნიკაბელურ და სწავლისთვის მოტივირებულ ადამიანებს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.