geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 22/10/2026 - 27/10/2026

„აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია — შპს „აი სი არ ტრეიდი“
წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, მათ შორის:
Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio Shoes Gallery, Laboratoria Shoes Gallery, AV LAB, Corso Italia, Scarpiera, Okaïdi და Jacadi.

 

დღეისათვის კომპანია მართავს 60-მდე მაღაზიას თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში.

 

შპს „აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს 1-წლიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას მიწოდების ჯაჭვის მიმართულებით, 

მიწოდების ჯაჭვის გუნდი - მხარს უჭერს მარგების მართვის სისტემის სწორი ფუნქციონირებას და მუშაობს ბრენდის ჭრილში მაღაზიების სასაქონლო მარაგების ეფექტურ გადანაწილებაზე;  გაყიდვების ანალიზი, პარტნიორ კომპანიებთან და გუნდებთან კომუნიკაცია.

• მაღაზიის სასაქონლო მარაგების მართვის სისტემის ფუნქციონირების მხარდაჭერა;
• მარაგების გადატანების ეფექტიანი საჭიროებისა და რაოდენობის განსაზღვრაში ჩართულობა;
• გაყიდვების ანალიზის მომზადების პროცესის მხარდაჭერა;
• კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია.

 

ამისათვის საჭირო უნარები:
• სრული ან არასრული უმაღლესი განათლება ბიზნესის, ფინანსების ან მომიჯნავე მიმართულებით;
• MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგად ცოდნა;
• ქართული ენის - სრულყოფილად ცოდნა;
• ინგლისური ენა-სასურველია

 

რას გთავაზობთ:

რეალურ ბიზნეს პროცესებზე მუშაობის გამოცდილებას;

პროფესიონალ გუნდთან ერთად ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ჩართულობას;

განვითარებას პრაქტიკული გამოცდილებებით;

1-წლიან ანაზღაურებად სტაჟირებას;

სრულ სამუშაო გრაფიკს (40 სთ/კვირაში);

1000 ლარი (Gross) თვიური ანაზღაურება.

თუ მზად ხარ ახალი გამოცდილებისა და განვითარების შესაძლებლობებისთვის, შემოუერთდი „აი სი არ ტრეიდს“ — ჩვენ ვიზრუნებთ შენს პროფესიულ ზრდაზე.

 

დაინტერესების შემტხვევაში იხილეთ ბმული