
ვიქტორ რცხილაძე
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1941
თეოლოგი, ისტორიკოსი, მწერალი, ფილოსოფოსი.
ვიქტორ რცხილაძე დაიბადა 1941 წელს,თბილისში.
1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
ვ.რცხილაძე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთად ჩართული იყო დისიდენტურ მოძრაობაში. 1966-1970 წწ. იყო ისტორიის მასწავლებელი სკოლაში; 1970-1975 წწ. ძეგლთა დაცვის სამმართველოს განყოფილების გამგე; 1975-1976წწ. "ადამიანის უფლებათა დაცვისა" და "ჰელსინკის ჯგუფის"ერთ-ერთი დამაარსებელი, რის გამოც გადაასახლეს ყაზახეთში.
გადასახლებიდან დაბრუნებულმა მუშაობა თბილისის სახელმწიფო მუზეუმში დაიწყო მეცნიერ თანამშრომლად. 1982 წლიდან აქვეყნებდა თარგმანებსა და ორიგინალურ თხზულებებს რელიგიის ფსიქოლოგიისა და საღვთისმეტყველო საკითხების შესახებ.
1990-1991 წწ. უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის მიწვევით, იგი თეოლოგიის ისტორიაში კითხულობს ლექციებს. 1992 წლიდან პირველი პარლამენტის შექმნამდე, ყოფილი დისიდენტი, სახელმწიფო საბჭოს წევრი ხდება.
იგი იყო მისივე დაარსებული ჟურნალ "რელიგიის", რედაქტორი;
1994 წელს ა. ბრუნერის "ფილოსოფიის ძირითადი საკითხების" გერმანულიდან თარგმნისთვის მიღებული აქვს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის საგანგებო პრემია.
არის რომანების, ესეების, კრიტიკული წერილების, სამეცნიერო შრომების ავტორი:
„თბილისის ღამე“.რომანი (ავტორი). - თბილისი, 2010. - 264გვ.
XX საუკუნის გერმანელი მოაზროვნეები ღვთის არსებობის შესახებ (ავტორი), თბილისი, 2010. – 172 გვ.
ახალი კრებული : ესსეები, კრიტიკა, გამოხმაურება (ავტორი). - თბილისი, 2008.143 გვ.
ბოროტება, მისი ნიღბები და მისი გამოვლენება საქართველოში (ავტორი). - თბილისი, 2006, 606 გვ.
პროზა, რელიგია, კრიტიკა (ავტორი). - თბილისი, 2001. - 688გვ.
თბილისი, რომანი (ავტორი). - თბ., "სამშობლო"-ს სტ., 1997. - 113გვ.
სულთა გამოცხადებანი და სპირიტიზმი ბიბლიისა და ქრისტიანულ-მართლმადიდებლური რწმენის სამსჯავროზე (ავტორი), გამ. -ბა „სამშობლო“ 1992 წ.-120 გვერდი.