Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის მედიცინის    ფაკულტეტზე       პროფესორის   სამსახურში   მისაღებად   კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8   პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი N10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის   №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური    პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 6 ივლისის №20/04 ერთობლივი ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი კორძაიას 2021 წლის 25 აგვისტოს  N16532/32 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.   გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.  უნივერსიტეტის პროფესორად 10   (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
კლინიკურ კათედრაზე პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 9 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 2 სექტემბერს.   საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 4 ოქტომბრიდან 2021 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის 29 ოქტომბრისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

შინაგან დაავადებათა კათედრა

პროფესორი – 1 საშტატო ერთეული  (კატეგორია „ბ“)

5.   პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:


ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (დადგენილი  ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის    32-ე   მუხლის   მე-2   პუნქტის   თანახმად,   უმაღლეს   საგანმანათლებლო დაწესებულებაში    არ    შეიძლება    დასაქმდეს    „სქესობრივი    თავისუფლებისა    და ხელშეუხებლობის        წინააღმდეგ   მიმართულ   დანაშაულთან   ბრძოლის   შესახებ“ საქართველოს    კანონით    გათვალისწინებული    სქესობრივი    თავისუფლებისა    და ხელშეუხებლობის         წინააღმდეგ       მიმართული       დანაშაულის       ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)   ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მოდულების სწავლებისას - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ კონკურსში მონაწილეობს პირი, რომელსაც ამჟამად უკავია თსუ აკადემიური თანამდებობა, მისი მონაცემები სრულად უნდა იყოს ასახული თსუ სამეცნიერო პორტალზე  http://rp.tsu.ge/;
თ) შესაბამისი დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე,   შევსებული თსუ-ის   სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად - დარგობრივ მახასიათებლებთან, მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე პროგრამებისა 
და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული ლიტერატურა სრულად შეესაბამება თსუ ბიბლიოთეკის რესურსებს. შესაბამისი რესურსის    არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;
ი) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი. კ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია
ლ) ინფორმაცია  კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ლ.ა. თანხმობის წერილს იმ    ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
ლ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს;
ლ.გ. კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის   გამოყოფილი მატერიალურ- ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;
ლ.დ.დადასტურების წერილს, რომ ბაზაზე სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ ელექტრონული რესურსები;
6.    საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 4 ოქტომბრიდან 2021 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით, 1100-დან 1600 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო    დოკუმენტაციის    მიმღებ    აპარატში.  მისამართი:  ქ.  თბილისი, ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, III სართული,   ოთახი N330;
7.    პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი  კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით   გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.      ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9.    ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.    წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მედიცინის ფაკულტეტი).
11.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 152/01-01  

სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2021¬2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების შესახებ 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ ,,ო“ და ,,პ “ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტორნული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე, 


ვბრძანებ: 


1.     დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით: 
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1); 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№2); 
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№3); 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი№4); 
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი№5); 
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი№6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№7). 


1  წარმოების განხორციელება დაევალოს შესაბამის ფაკულტეტებს, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
2    წარმოების დასრულების ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 30 სექტემბრისა. 
3 ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. 
4 დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. 
5    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 
6  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) 

 

  რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 606/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლის მიღებაზე ქ. თბილისში რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის თარიღების დადგენის, შესარჩევი და სააპელაციო კომისიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“-ის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის,  მე-10 მუხლის მეორე პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 31 აგვისტოს N16919/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დადგინდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ქ. თბილისში რეგისტრირებული აპლიკანტების შერჩევის თარიღები შემდეგი თანმიმდევრობით:

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შერჩევის თარიღი
1 საფინანსო სერვისები 11,13,14,15,.09.2021
2 ღონისძიების ორგანიზება
3 საოფისე საქმე

 

2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ.    თბილისში     საბაზო     და     საშუალო     პროფესიულ     საგანმანათლებლო     პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტების შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:


   3. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ.    თბილისში     საბაზო     და     საშუალო     პროფესიულ     საგანმანათლებლო     პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტების სააპელაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

N სააპელაციო კომისიის წევრის სახელი, გვარი პოზიცია
1 სოფიო იდაძე კომისიის თავმჯდომარე
2 ვალერი მუშკუდიანი კომისიის  წევრი  (პროფესიული  განათლების  ცენტრის წარმომადგენელი)
3 ნინო მაზმიშვილი კომისიის წევრი        (პარტნიორი        ორგანიზაციის წარმომადგენელი)

 

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ოკრიბელაშვილი 

სრულად

ბრძანების N: 596/01-04    

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებული აპლიკანტების საჩივრის წარმოდგენისა და საჩივრების განმხილველი სააპელაციო კომისიის მუშაობის წესის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-10  მუხლის  პირველი  პუნქტის,  და  თსუ  პროფესიული  განათლების  ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 31 აგვისტოს N16963/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წელს    პროფესიულ       საგანმანათლებლო       პროგრამებზე       დარეგისტრირებული აპლიკანტების საჩივარში წარმოდგენილი საკითხების განხილვა წარიმართოს შემდეგი პროცედურული დაცვით:
ა) აპლიკანტმა საჩივარი უნდა გამოაგზავნოს თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე cve@tsu.ge იმ ელექტრონული ფოსტიდან, რომლითაც    დარეგისტრირებულია აპლიკანტი სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. საჩივრის ტექსტში უნდა იყოს მითითებული, თუ რომელ პროფესიულ პროგრამაზე, რომელ ლოკაციაზე, რა თარიღში ჰქონდა გასაუბრება აპლიკანტს და შემდეგ გასაჩივრების საფუძველი/მიზეზი;
ბ) სააპელაციო კომისია აპლიკანტის საჩივარს განიხილავს თუ დაცული იქნება წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები და აპლიკანტი მიუთითებს გასაუბრების პროცესში წარმოშობილი ტექნიკური ხასიათის შემდეგ საკითხ(ებ)ზე:
ბ.ა) აპლიკანტს არ მიეცა საკმარისი დრო გასაუბრებაზე (5 წთ.-ზე ნაკლები);
ბ.ბ) შესარჩევმა კომისიამ აპლიკანტს არ გააცნო გასაუბრების ზოგადი წესები და ამ ინფორმაციის არცოდნამ აპლიკანტის შეფასებაზე ნეგატიურად იმოქმედა;
ბ.გ) გასაუბრების პროცესში თანამედროვე ელექტრონული სისტემების გამოყენებისას წარმოიშვა ტექნიკური ხარვეზი და ამ ხარვეზმა აპლიკანტის შეფასებაზე ნეგატიურად იმოქმედა;
ბ.დ) გასაუბრების პროცესში კომისიის წევრმა აპლიკანტს დაუსვა ისეთი კითხვები, რომელიც არ იყო კავშირში მოტივაციურ გასაუბრებასთან ან/და აპლიკანტს არ მიეცა საშუალება კომისიის წევრის მხრიდან დასმულ შეკითხვაზე ეპასუხა ამომწურავად.
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებული აპლიკანტების საჩივრების განმხილველი სააპელაციო კომისიის მუშაობა წარიმართოს შემდეგი წესის დაცვით:
გ) სააპელაციო კომისიის თავმჯდომარემ ორგანიზება გაუწიოს კომისიის სრულფასოვან მუშაობას და კომისიის წევრების შეკრებას;
დ) სააპელაციო კომისიის მდივნის ფუნქცია-მოვალეობას ასრულების კომისიის ერთ- ერთი წევრი კომისიის თავჯდომარის დავალებით, რომელსაც ევალება დააოქმოს კომისიის ყველა შეკრება;
ე) სააპელაციო კომისიის წევრ(ებ)ი აქტიურად არის ჩართული კომისიის მუშაობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
ვ) კომისია უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი;
ზ) სააპელაციო კომისია აპლიკანტის საჩივართან დაკავშირებით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.;
თ) კომისიის მუშაობის შედეგები და გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით და მას ხელს აწერენ კომისიის დამსწრე წევრები;
ი) სააპელაციო კომისია იღებს ორი სახის გადაწყვეტილებას: პირველი, საჩივარი რჩება განუხილველი და ეცნობება აპლიკანტს ელექტრონული სახით, მეორე, საჩივარი დაკმაყოფილდება და სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება ეგზავნება შესარჩევ კომისიას შემდგომი რეაგირების მიზნით.
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ოკრიბელაშვილი
 

სრულად

ბრძანების N: 151/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“-ის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის, და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 27 აგვისტოს N16681/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის წესი და პირობები (დანართი N1).
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის   სტრუქტურულ   ერთეულებისთვის   მიწოდება   დაევალოს   უნივერსიტეტის
კანცელარიას.
3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო ოკრიბელაშვილი
 

სრულად

ბრძანების N: 150/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმის გახსნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტების, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმე გაიხსნას შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:

ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);

გ) ორი ცალი ფოტოსურათი (3X4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022   სასწავლო   წელს   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   ერთიანი   ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმე გაიხსნას შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე (უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ):

ა) განცხადება რექტორის სახელზე (საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით); 
ბ) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ორი ცალი ფოტოსურათი (3X4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);
ვ) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული შეფასებების და კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უსდ-ში;
ზ) მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი.

3.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 149/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2010  წლის  4  თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2021 წლის 4 აგვისტოს „2021- 2022    სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში,  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ N1.1/63 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები:

ა) პროცედურული ვადები:
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 3– 8 სექტემბერი;
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 9 - 13 სექტემბერი; 
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი)– 14-15 სექტემბერი;
ა.დ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 16 სექტემბერი;
ა.ე) მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელეტქრონულად ასახვა - 17 სექტემბერი.

ბ) საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის):

ბ.ა) უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 7 სექტემბერი;

ბ.ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება –9 სექტემბერი;
ბ.გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 10 სექტემბერი;

ბ.დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 13 სექტემბერი;

ბ.ე) გასაუბრება სპეციალობაში - 13-14 სექტემბერი.

2. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;

ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ი) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
კ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ლ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს. 
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     ნინო ოკრიბელაშვილი
 

სრულად

ბრძანების N: 147/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლის მიღებაზე ქ. ქუთაისში რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის თარიღების დადგენისა და შესარჩევი, სააპელაციო კომისიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი მე-2 და მე-3 ნაწილების, 54- ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის  2021  წლის  2  ივლისის  N42/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“-ის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის,   მე-10 მუხლის მეორე პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 25 აგვისტოს N16527/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დადგინდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ქ. ქუთაისში რეგისტრირებული აპლიკანტების შერჩევის თარიღები შემდეგი თანმიმდევრობით:

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შერჩევის თარიღი
1 საბიბლიოთეკო საქმე 01,02.09.2021
2 სატვირთო გადაზიდვების ლოჯისტიკა 02,03.09.2021
3 საფინანსო სერვისები 04,05,06.09.2021
4 ღონისძიების ორგანიზება 07,08,.09.2021
5 საოფისე საქმე 09,10,11.09.2021

2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე    რეგისტრირებული     აპლიკანტების     შესარჩევი     კომისია     შემდეგი შემადგენლობით:

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა N შესარჩევი კომისიის წევრის სახელი, გვარი პოზიცია
საბიბლიოთეკო საქმე 1 ჟანა ნუცუბიძე კომისიის თავმჯდომარე
2 გიორგი ჭიჭინაძე კომისიის წევრი (მასწავლებელი)
3 ზვიად ბეშკენაძე კომისიის  წევრი  (პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენელი)
4 გრიგოლ ქობალიანი კომისიის  წევრი  (პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი)
5 ეკატერინე ბარაბაძე კომისიის  წევრი   (პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი)
სატვირთო გადაზიდვების ლოჯისტიკა 1 დავით კბილაშვილი კომისიის თავმჯდომარე
2 ლაშა ჩაკვეტაძე კომისიის წევრი (მასწავლებელი)
3 მურთაზ სვანაძე კომისიის  წევრი  (პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენელი)
4 გიორგი გიორგობიანი კომისიის  წევრი   (პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი)
5 ირაკლი ცხვედიანი კომისიის  წევრი   (პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი)
საფინანსო სერვისები 1 ხათუნა ტყეშელაშვილი კომისიის თავმჯდომარე
2 მაია კუხალაშვილი კომისიის წევრი (მასწავლებელი)
3 მურთაზ სვანაძე კომისიის  წევრი  (პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენელი)
4 ნათია ტყეშელაშვილი კომისიის წევრი  (პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი)
5 სალომე ხელაძე კომისიის წევრი (პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი)
ღონისძიების ორგანიზება 1 ნანა შენგელია კომისიის თავმჯდომარე
2 ანა ძიმისტარაშვილი კომისიის წევრი (მასწავლებელი)
3 ჯონი ბენდელიანი კომისიის წევრი (მასწავლებელი)
4 ზვიად ბეშკენაძე კომისიის წევრი  (პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენელი)
5 ეკატერინე სირაძე კომისიის  წევრი (პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი)
საოფისე საქმე 1 თეა ჭეიშვილი კომისიის თავმჯდომარე
2 ქეთევან გაბიძაშვილი კომისიის წევრი (მასწავლებელი)
3 დალი სოლოღაშვილი კომისიის წევრი (მასწავლებელი)
4 მურთაზ სვანაძე კომისიის  წევრი  (პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენელი)
5 თეონა ვარდუაშვილი კომისიის წევრი  (პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი)

 

3. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე    რეგისტრირებული     აპლიკანტების     სააპელაციო     კომისია     შემდეგი შემადგენლობით: 

 

N სააპელაციო კომისიის წევრის სახელი, გვარი პოზიცია
1 რობერტ გოლეთიანი კომისიის თავმჯდომარე
2 სოფიო იდაძე კომისიის  წევრი  (პროფესიული  განათლების  ცენტრის წარმომადგენელი)
3 თეიმურაზ ბაღდავაძე კომისიის წევრი        (პარტნიორი        ორგანიზაციის წარმომადგენელი)

 

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი     გიორგი შარვაშიძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ოკრიბელაშვილი


 

სრულად

ბრძანების N: 148/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 23 ივლისის N117/01- 01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე- 11 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  შევიდეს   ცვლილება   „სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 23 ივლისის N117/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ. დოკუმენტაციის დისტანციურად, ელექტრონული ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დასკანერებული ვერსია, ხოლო დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენის ეტაპზე შესაბამისი წესით დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად   დამოწმებული ასლი; 2021 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);“.
2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 144/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 23 ივლისის N116/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე11 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელს დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 23 ივლისის N116/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დოკუმენტაციის დისტანციურად, ელექტრონული ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დასკანერებული ვერსია, ხოლო დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენის ეტაპზე შესაბამისი წესით დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2021 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);“

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 145/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის, წარდგენის ვადებისა და მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 19 აგვისტოს N141/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე11 პუნქტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 18 აგვისტოს N16070/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს დამატება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის, წარდგენის ვადებისა და მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 19 აგვისტოს N141/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „2.7“ ქვეპუნქტი:

„2.7“. ცნობა ან სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი საგნის გამოცდის ჩაბარების თაობაზე.“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 146/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 23 ივლისის N116/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე- 11 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს დამატება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელს დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 23 ივლისის N116/01-01 ბრძანებაში და ბრძანებას მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31 “ პუნქტი:

„31“.   დოქტორანტობის კანდიდატთა  დოკუმენტაციის  მიღება იწარმოებს დისტანციურ რეჟიმში,    ელექტრონულად      (აღნიშნულის      თაობაზე      ინფორმაცია      განთავსდეს უნივერსიტეტის    ოფიციალურ      ვებგვერდზე).      დოკუმენტაციის      მატერიალურად წარმოდგენის ვადა განისაზღვრება დამატებით რექტორის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“

2.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო ოკრიბელაშვილი
 

სრულად

ბრძანების N: 142/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 23 ივლისის N117/01- 01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე- 11 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილება და დამატება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 23 ივლისის N117/01-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„გ.ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2021 წლის კურსდამთავრებულთათვის   - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე); “

ბ) ბრძანებას მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31 “ პუნქტი:

„31“.   მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს დისტანციურ რეჟიმში,    ელექტრონულად      (აღნიშნულის      თაობაზე      ინფორმაცია      განთავსდეს

უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე). დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენის ვადა განისაზღვრება დამატებით რექტორის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“

2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 143/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის, წარდგენის ვადებისა და მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის N111/ნ ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 18 აგვისტოს N16070/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადად 14-16 სექტემბერი;
2. განისაზღვროს 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:


2.1. განცხადება;
2.2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
2.3.ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);

2.4. ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში-ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2021 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
2.5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
2.6.ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე სავალდებულოა მოქმედი მასწავლებლებისათვის).
3. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადები შემდეგი სახით:

3.1. გამოცდა – 17 სექტემბერი;
3.2. გამოცდის შედეგების გამოცხადება – 20 სექტემბერი;
3.3. გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 21 სექტემბერი;
3.4. საბოლოო შედეგების გამოცხადება – 22 სექტემბერი;
3.5. ხელშეკრულების გაფორმება – 23-24 სექტემბერი;
3.6. სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 24 სექტემბერი.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 141/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი და მე-3 და მე-4 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,  და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნუგზარ ღლონტის 2021 წლის 11 აგვისტოს N15615 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2021 წლის 10 აგვისტოს    სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) სექტორების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:

გეოფიზიკური ველების დინამიკისა და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი
ა) თეა ხუციშვილი - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი   (7 წლის ვადით)    0,5   საშტატო ერთეული


სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორი
ა) ირინე ხვედელიძე - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი  (7 წლის ვადით)   1  საშტატო ერთეული
ბ) თათია შარია - მეცნიერ თანამშრომელი  (4 წლის ვადით)  -  1 საშტატო ერთეული


ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი
ა) მიხეილ ფიფია - მეცნიერ თანამშრომელი (4 წლის ვადით -  0,5 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის  სამეცნიერო პერსონალთან.
3.წინამდებარე   ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ–გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 139/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის    22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9   და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების    შესახებ”   ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2021 წლის   11 აგვისტოს N15541/10 წერილის   (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2021 წლის 10 აგვისტოს სხდომის ოქმი ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ქეთევან ებრალიძე - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) მარინე დონაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
გ) ნათელა ანანიაშვილი - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, მთავარი მეცნიერი თანაშრომელი;

2.დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ   ქეთევან ებრალიძე,   საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ მარინე დონაძე, საკონკურსო კომისიის მდივნად ნათელა ანანიაშვილი;;
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს    საკონკურსო    კომისიას    დასამტკიცებლად    წარუდგინოს    თსუ    რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2021 წლის 24 სექტემბრისა.
5.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის    დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო   ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 138/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა” 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის მიღების გამოცხადების, სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა”, „ბ”, „ო” და „პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2020 წლის 06 აგვისტოს N15210/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის - 10 ვაკანტური ადგილით.

2. განისაზღვროს 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა” მიღების ვადები:

ა) საბუთების მიღება -27-31 აგვისტო;
ბ) საერთო   სამაგისტრო   გამოცდების   გავლის   გარეშე   სწავლის   უფლების   მქონე მაგისტრანტობის კანდიდატების ინგლისური ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრება - 03 სექტემბერი;
გ) გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე) – 06 სექტემბერი; დ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 08 სექტემბერი;
ე) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 09 სექტემბერი;
ვ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი;
ზ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 10-11 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება - 15 სექტემბერი; ი) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება - 16 სექტემბერი;
კ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) გამოცხადება - 17 სექტემბერი; ლ) გასაუბრება – 14 სექტემბერი;
მ) საგანმანათლებლო       ერთეულის       მიერ       სასწავლო       პროცესის       მართვის დეპარტამენტისათვის    საერთო   სამაგისტრო   გამოცდების   გავლის   გარეშე   სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 15 სექტემბერი;
3. განისაზღვროს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: ა) განცხადება თსუ-ის რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3x4) - ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე; გ) პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
დ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და თარგმანი ქართულ ენაზე;
ე) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“ მისაღებ კონკურსანტებთან სპეციალობის მისაღები გამოცდისა და საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობა:

საგამოცდო კომისია:

1. თამაზ ზუბიაშვილი - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი;
2. ვასილ კაჭარავა - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
3. ნინო ლაპიაშვილი - თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი.

საპრეტენზიო საბჭო:
1. ნათია ლაპიაშვილი - თსუ იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი;
2. კონსტანტინე კორკელია - თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი;
3. მერაბ აბდალაძე - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი.

5.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
6.  ბრძანების  დაინტერესებული  პირებისათვის  გადაცემა  დაევალოს  უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

გიორგი შარვაშიძე რექტორი

სრულად

ბრძანების N: 136/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების - „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ და „სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)“ სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2021 წლის 4 აგვისტოს N15074/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    მედიცინის     ფაკულტეტის     ერთსაფეხურიანი     საგანმანათლებლო პროგრამების - „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ და „სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)“ სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

1.1)  2021-2022  სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრიდან  ჩარიცხული  I  სემესტრელი სტუდენტებისათვის:

ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 სექტემბერი- 25 ოქტომბერი; 
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 4-25 ოქტომბერი;
ა.გ)  სააუდიტორიო  მეცადინეობები  (კურაციული  სისტემით)  -  25  ოქტომბერი  -  25 დეკემბერი, 3 იანვარი - 11 მარტი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დასკვნითი გამოცდები - 10 ნოემბერი


ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია 1-20 მარტი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 15-21 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 21 მარტი – 29 ივლისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დასკვნითი გამოცდები - 5 აპრილი – 29 ივლისი, დამატებითი გამოცდები - 30 ივლისი - 5 აგვისტო; 
ბ.ე) არდადეგები - 6 აგვისტო - 18 სექტემბერი.

1.2) II და შემდგომი სემესტრის სტუდენტებისათვის:

ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 სექტემბერი- 4 ოქტომბერი; 
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 20 სექტემბერი - 4 ოქტომბერი;
ა.გ)   სააუდიტორიო   მეცადინეობები   (კურაციული   სისტემით)   -   4   ოქტომბერი   -   25 დეკემბერი, 3 იანვარი - 22 თებერვალი;
ა.დ)  საგამოცდო  პერიოდი  (კურაციული  სისტემით)     -  დასკვნითი  გამოცდები  -  18 ოქტომბერი - 22 თებერვალი, დამატებითი გამოცდები - 23-28 თებერვალი;
ა.ე) არდადეგები - 26 დეკემბერი - 2 იანვარი, 28 თებერვალი- 6 მარტი.

ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 23 თებერვალი -  6  მარტი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 28 თებერვალი -  7  მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 7 მარტი – 16 ივლისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დასკვნითი გამოცდები - 22 მარტი - 16 ივლისი, დამატებითი გამოცდები 18-23 ივლისი;
ბ.ე) არდადეგები - 25 ივლისი - 18 სექტემბერი.

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი     გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 137/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა” 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის მიღების გამოცხადების, სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა”, „ბ”, „ო” და „პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2020 წლის 06 აგვისტოს N15210/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის - 10 ვაკანტური ადგილით.

2. განისაზღვროს 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა” მიღების ვადები:

ა) საბუთების მიღება -27-31 აგვისტო;
ბ) საერთო   სამაგისტრო   გამოცდების   გავლის   გარეშე   სწავლის   უფლების   მქონე მაგისტრანტობის კანდიდატების ინგლისური ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრება - 03 სექტემბერი;
გ) გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე) – 06 სექტემბერი; დ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 08 სექტემბერი;
ე) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 09 სექტემბერი;
ვ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი;
ზ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 10-11 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება - 15 სექტემბერი; 
ი) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება - 16 სექტემბერი;
კ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) გამოცხადება - 17 სექტემბერი; 
ლ) გასაუბრება – 14 სექტემბერი;
მ) საგანმანათლებლო       ერთეულის       მიერ       სასწავლო       პროცესის       მართვის დეპარტამენტისათვის    საერთო   სამაგისტრო   გამოცდების   გავლის   გარეშე   სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 15 სექტემბერი;
3. განისაზღვროს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: 
ა) განცხადება თსუ-ის რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3x4) - ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე; 
გ) პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
დ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და თარგმანი ქართულ ენაზე;
ე) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“ მისაღებ კონკურსანტებთან სპეციალობის მისაღები გამოცდისა და საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობა:

საგამოცდო კომისია:

1. თამაზ ზუბიაშვილი - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი;
2. ვასილ კაჭარავა - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
3. ნინო ლაპიაშვილი - თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი.

საპრეტენზიო საბჭო:
1. ნათია ლაპიაშვილი - თსუ იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი;
2. კონსტანტინე კორკელია - თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი;
3. მერაბ აბდალაძე - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი.

5. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
6. ბრძანების  დაინტერესებული  პირებისათვის  გადაცემა  დაევალოს  უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე
 

სრულად

ბრძანების N: 136/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „განათლების მეცნიერებები“ დოქტორანტებისათვის 2021- 2022 სასწავლო წლის შემდგომის სემესტრში რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის, რექტორის 2019 წლის 31 ოქტომბრის N274/01-01 ბრძანების, 2021 წლის 21 იანვრის N2/01- 01 ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 02 აგვისტოს N14807/26 წერილის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განისაზღვროს 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ერთობლივ  სადოქტორო  პროგრამაზე
„განათლების მეცნიერებები“ რიგგარეშე შიდა მობილობა - 40 ვაკანტური ადგილით;

2.  შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა საბუთების მიღების/რეგისტრაციის ვადა - 24-27 აგვისტო;
3.  გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან -30-31 აგვისტო;
4.  შიდა მობილობის შედეგების გამოქვეყნება/გამოცხადება - 1 სექტემბერი;
5.  საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 2-6 სექტემბერი;
6. ხელშეკრულების    გაფორმება    საგანმანათლებლო    ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 7-9 სექტემბერი;
7. საგანმანათლებლო       ერთეულის       მიერ       სასწავლო       პროცესის       მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 10 სექტემბერი;
8. შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება - 10 სექტემბერი;
9. რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესი წარიმართება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა მობილობის ელექტრონული პორტალის გამოყენების გარეშე.
10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
11. ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 135/01-01