Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმი

მნიშვნელოვანია , რომ ვაჟა - ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე , 2015 წელს , უნივერსიტეტის იმ ოთახში , სადაც უკანასკნელი დღეები გაატარა დიდმა მგოსანმა , გაიხსნა მემორიალური მუზეუმი . მუზეუმში წარმოდგენილია

პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალები ( ზოგიერთი მასალა უნიკალურია ).მათ შორისაა მწერლის დაბადების   მოწმობა , სხვადასხვა დროის 

ცხოვრებისეული საბუთები , გარდაცვალების ამსახველი დოკუმენტები , მწერლის ხელნაწერთა ასლები . ასევე გამოიფინა ვაჟას სახელთან დაკავშირებული

ზოგიერთი ნივთი - პოეტის ნიღაბი , საწვნე , რითიც სარგებლობდა ავადმყოფი პოეტი , ვაჟას მამის , პავლე რაზიკაშვილის ხელჯოხი , რომელზედაც ჯვარია

გამოსახული ( პავლე რაზიკაშვილი მღვდელი გახლდათ ) და სხვ.

გარდა ამისა , დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ , იხილონ ვაჟას ნაწარმოებებზე შექმნილი ცნობილი მხატვრების : ლადო გუდიაშვილის , ელენე

ახვლედიანის, გოგი და ირაკლი ოჩიაურების , სევერიან მაისაშვილის, ლევან ცუცქირიძისა და სხვათა ფერწერული , გრაფიკული თუ სკულპტურული

ნამუშევრები .   მუზეუმში ინახება  რარიტეტული გამოცემებიც . 

    

 

ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმის ვირტუალური ტური

კონტაქტი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის 1, სართული 3, ტელ.: 595974729, ელ.ფოსტა:  mamukachanturaia@yahoo.com, ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმის მენეჯერი  მამუკა ჭანტურაია