geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 23/07/2026 - 31/07/2026

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 19 ქვეყანაში ოპერირებს.

 

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს რეგულაციების დეპარტამენტში - უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე. 

 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. #10

სამუშაო გრაფიკი: 09:00 დან-18:00 მდე

ანაზღაურება: 1500 ლარი NET

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის საქმიანობის მიმდინარე რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • რეგულაციების ჭრილში მიმდინარე პროცესების ფინანსური და ტექნიკური ანალიზი;
  • კომპანიის საოპერაციო და კაპიტალური დანახარჯების ანალიზი და  დაკავშირებულ დეპარტამენტებთან განხილვა;
  • მარეგულირებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიებაში და დამუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • მარეგულირებლის მიერ მოთხოვნილი სტანდარტების და პროცედურების კომპანიაში დანერგვის პროცესში ჩართულობა;
  • შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

 

დაინტერესების შემთხვევქაში იხილეთ ბმული