პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებისთვის ჩატარდა მასტერკლასი, რომელსაც საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროგრამების ხელმძღვანელი სოფიო ვეფხვაძე უძღვებოდა.
მასტერკლასის მთავარი თემა იყო საჯარო გამოსვლების ტექნიკა და იმ უნარების განვითარება, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროფესიულ სფეროში წარმატებისთვის. მონაწილეებმა იმუშავეს თვითპრეზენტაციის, თვითკონტროლის, არგუმენტირებული მსჯელობისა და ეფექტური პრეზენტაციის უნარების გაძლიერებაზე.
როგორც თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ აღნიშნა, ცენტრი მუდმივად ზრუნავს სტუდენტების კარიერულ განვითარებაზე და ამის დასტურია მონაწილეობა პროექტში „დებატები უკეთესი განათლებისთვის“. “მსგავსი შეხვედრები სტუდენტებს ეხმარება გააძლიერონ კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარები და უფრო თავდაჯერებულად წარდგნენ როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ გარემოში:-განაცხადა ლევან წიქარიძემ.