კომპანია BDO Georgia აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულებაში
BDO Georgia არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, BDO Georgia-ს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულება კლიენტებს სთავაზობს მაღალპროფესიულ მომსახურებას, რომელიც ეფუძნება ინდუსტრიის სიღრმისეულ ცოდნასა და გლობალურ ექსპერტიზას. ჩვენი მიზანია კლიენტებს მივაწოდოთ სანდო ანალიზი და ხედვა, რათა უკეთ მართონ ბიზნეს პროცესები სწრაფად ცვალებად ეკონომიკურ და რეგულაციურ გარემოში.
ადგილმდებარეობა ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ვაკანსიის დასახელება
ანაზღაურებადი სტაჟირება აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულებაში
სტაჟირების ხანგრძლივობა
6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
სამუშაო საათები სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება: 13:00 – 14:00
აღწერა ფუნქცია/მოვალეობები
კლიენტის საქმიანობის შესწავლაში მონაწილეობის მიღება
აუდიტის სამუშაო ფაილების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
უფროსი აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება
პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა
სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით - სასურველია აუდიტის ან ბუღალტერიის
სპეციალობით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც)
სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
(წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
MS Office-ის პროგრამების ცოდნა
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
გუნდურად მუშაობის უნარი
ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს:
>> საჭირო ბმული <<
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26.10.2025
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას.