PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
PepsiCo უკვე ზედიზედ მერვე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოგვიერთდი, როგორც სტაჟიორი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე სხვადასხვა დავალებებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!
რა ამოცანებია შესასრულებელი:
▪ პერსონალის ფორმალური დოკუმენტაციის წარმოების პროცესში ჩართულობა (აყვანა, პირადი საქმეების მართვა, განთავისუფლება, გადაყვანა, დისციპლინური გადაცდომა, საკონტრაქტო პირობების ცვლილება და სხვ.)
▪ წინა სახელფასო დოკუმენტაციის წარმოებაში ჩართულობა
▪ ორგანიზაციული კლიმატის კვლევის პროცესში ჩართულობა
▪ ორგანიზაციული სტრუქტურის, პერსონალის ანალიტიკა/რეპორტინგში ჩართულობა
ვის ვეძებთ:
▪ ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების კურსამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები
▪ პრაქტიკა HR სფეროში, ადმინისტრაციულ საქმიანობაში, დოკუმენტაციის წარმოებაში ჩაითვლება უპირატესობად
▪ უცხო ენების ფლობა: ინგლისური B2+ დონეზე
▪ MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS excel ცოდნა
▪ ეფექტური კომუნიკაციის უნარი
▪ ანალიტიკური აზროვნება
▪ დეტალებზე ორიენტირება
▪ სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებობა
რას გთავაზობთ:
▪ პეპსიკოს პროფესიონალთა გუნდთან ერთად მუშაობა და მხარდაჭერა
▪ ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ფუნქციონალური განვითარება
▪ ადგილმდებარეობა: ფონიჭალა
▪ ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი სრული განაკვეთით: 09:00 – 18:00 სთ
▪ სტაჟირების ხანგრძლივობა - 12 თვე
▪ ანაზღაურება - 900 ლარი
▪ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
▪ ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
▪ კვება თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 20 ივნისამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.