პოზიციის დასახელება - სტაჟიორი თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში
კონკურსის ტიპი - სტაჟირება
ორგანიზაცია - სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია - მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა - 21.06.2025
თანამდებობრივი სარგო: 598 ლარი
ადგილების რაოდენობა - 10
სამსახურის ადგილმდებარეობა - თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
ფუნქციები
• ტერიტორიულ ორგანოში მოსულ მომხმარებელთა მოძრაობის ტრაექტორიის დარეგულირება მომსახურების სივრცეებში, მათთვის პირველადი კონსულტაციის გაწევა, საჭიროების შემთხვევაში მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელი ფორმების გაცემა და შევსების პროცესში დახმარება;
• მომხმარებელთა საჭიროებების განსაზღვრა, რიგის მართვის სისტემის საშუალებით ბილეთის ამობეჭდვა და შესაბამის სივრცეში გადამისამართება;
• მოქალაქეთა დახმარება ფოტო-ჯიხურით სარგებლობის პროცესში;
• საბავშვო და საინფორმაციო სივრცეებში წესრიგის უზრუნველყოფაზე ზრუნვა;
• ტერიტორიული ორგანოს/სტრუქტურული ერთეულის მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
მინიმალური განათლება - სტუდენტი
საკონკურსო თემატიკა
- ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ საქმიანობის და სერვისების შესახებ;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.
- სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარის 2024 წლის 31 იანვრის №259/ს ბრძანებით დამტკიცებული მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტი - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის დამტკიცების თაობაზე“.
საკონკურსო თემატიკით გათვალისწინებული ინფორმაცია და სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია სსიპ იუსტიციის სახლის ვებგვერდზე www.psh.gov.ge
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონკურსო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1
საკონტაქტო ტელეფონები - 591 02 77 05
დამატებითი მოთხოვნები
• აუცილებელია კანდიდატი იყოს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი ან დასრულებული ჰქონდეს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
• სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
გუნდური მუშაობა
• პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა • შედეგზე ორიენტირებულობა • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
• მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული