პოზიციის დასახელება - სივრცის კონსულტანტი თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში
კონკურსის ტიპი - ღია კონკურსი
ორგანიზაცია - სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია - მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა - 22.06.2025
თანამდებობრივი სარგო: 1095 ლარი
ადგილების რაოდენობა - 13
სამსახურის ადგილმდებარეობა - თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე
ფუნქციები
• ტერიტორიულ ორგანოში მოსულ მომხმარებელთა მოძრაობის ტრაექტორიის დარეგულირება მომსახურების სივრცეებში, მათთვის პირველადი კონსულტაციის გაწევა, საჭიროების შემთხვევაში მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელი ფორმების გაცემა და შევსების პროცესში დახმარება;
• მომხმარებელთა საჭიროებების განსაზღვრა, რიგის მართვის სისტემის საშუალებით ბილეთის ამობეჭდვა და შესაბამის სივრცეში გადამისამართება;
• მოქალაქეთა დახმარება ფოტო-ჯიხურით სარგებლობის პროცესში;
• საბავშვო და საინფორმაციო სივრცეებში წესრიგის უზრუნველყოფაზე ზრუნვა;
• საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, დამზადებული დოკუმენტების უფლებამოსილ პირებზე გადაცემა, ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ხელმოწერითა და სსიპ "იუსტიციის სახლის" შტამპით დამოწმება;
• დადგენილი პროცედურის შესაბამისად, საშვთა ბიუროს ადმინისტრირება;
• ტერიტორიული ორგანოს მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
მოთხოვნები
მინიმალური განათლება - სტუდენტი
საკონკურსო თემატიკა
- ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციის, საქმიანობისა და სერვისების შესახებ;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულება“;
- სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარის 2024 წლის 31 იანვრის №259/ს ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტი“.
ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციისა და სერვისების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.psh.gov.ge
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონკურსო კომისიის მისამართი - ქ.თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო №1
საკონტაქტო ტელეფონები - 599 755 875
საკონტაქტო პირი - ანი მამულაშვილი
დამატებითი მოთხოვნები
• საბაკალავრო საფეხურის მე-3 ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია უმაღლესი აკადემიური განათლება სამართალმცოდნეობის განხრით);
• კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) ცოდნა.
კომპეტენციები:
• გუნდური მუშაობა;
• პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
• შედეგზე ორიენტირებულობა;
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული