geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია — შპს „აი სი არ ტრეიდი“
წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, მათ შორის:
Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio Shoes Gallery, Laboratoria Shoes Gallery, AV LAB, Corso Italia, Scarpiera, Okaïdi და Jacadi.

 

დღეისათვის კომპანია მართავს 60-მდე მაღაზიას თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში.

 

შპს „აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს 1-წლიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას ლოჯისტიკის მიმართულებით - ლოჯისტიკის სტაჟიორი.

 

თუ ხარ სტუდენტი, გაინტერესებს საერთაშორისო ლოჯისტიკა და მზად ხარ სწავლასთან ერთად ჩაერთო იმპორტისა და ტვირთების ტრანსპორტირების პროცესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და იმუშაო რეალურ ბიზნეს ოპერაციებზე - ეს სტაჟირება შენთვისაა.

 

რას გააკეთებ ყოველდღიურ სამუშაო პროცესში:

  • იმპორტისა და ტვირთების ტრანსპორტირების პროცესების დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო მომწოდებლებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა;
  • ტვირთების ტრანსპორტირებისა და განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და დამუშავებაში მონაწილეობა;
  • სატრანსპორტო ხარჯებისა და მიწოდების პირობების შედარებაში მონაწილეობა;
  • ლოჯისტიკურ პროცესებთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება და პროგრამულ აღრიცხვაში მონაწილეობა;

 

რას მოველით კანდიდატისაგან:

  • სრული ან არასრული უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • MS Office-ის ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები და დინამიურ გარემოში მუშაობისათვის მზადყოფნა.

 

რას გთავაზობთ:

  • რეალურ ბიზნეს პროცესებზე მუშაობის გამოცდილებას;
  • პროფესიონალ გუნდთან ერთად ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ჩართულობას;
  • განვითარებას პრაქტიკული გამოცდილებებით;
  • 1-წლიან ანაზღაურებად სტაჟირებას;
  • სრულ სამუშაო გრაფიკს (40 სთ/კვირაში);
  • 1000 ლარი (Gross) თვიური ანაზღაურება.

 

თუ მზად ხარ ახალი გამოცდილებისა და განვითარების შესაძლებლობებისთვის, შემოუერთდი „აი სი არ ტრეიდს“ — ჩვენ ვიზრუნებთ შენს პროფესიულ ზრდაზე.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული