თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, მცირე და საშუალო სეგმენტის გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ჰაიდარ აბაშიძის ქ. #19
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00 - 19:00 სთ; პარასკევი - 10:00 - 17:00 სთ;
შრომის ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი
შენი, როგორც მცირე და საშუალო სეგმენტის გაყიდვების მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:
- პოტენციური მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (არა სამედიცინო) სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
- მომხმარებლის საჭიორების მიხედვით სადაზღვევო პროდუქტების დამუშავება და მათთან მოლაპარაკება;
- მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელების მართვა;
- მომხმარებლების იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოძიება - AML პროცესის დასრულება;
- სხვადასხვა განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა.
გამოგვეხმაურე, თუ:
- გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- გაქვს გაყიდვებში მუშაობის მცირედი გამოცდილება;
- გაქვს მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება;
- იცი საოფისე პროგრამები;
- იცი ინგლისური ენა (B2).
ვეძებთ ჩვენიანს:
- პასუხისმგებლიანს;
- დეტალებზე ორიენტირებულს;
- ორგანიზებულს;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
- საქმეზე კონცენტრირებულს;
დაგახვედრებთ:
- საინტერესო საქმეს;
- მრავალფეროვნებას;
- სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული