geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, მცირე და საშუალო სეგმენტის გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.

 

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის ქ. N14

განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00 - 19:00 სთ;   პარასკევი, 10:00 - 17:00 სთ; 

შრომის ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი

 

შენი, როგორც მცირე და საშუალო სეგმენტის გაყიდვების მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:

  • პოტენციური მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არასამედიცინო სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
  • მომხმარებლის საჭიორების მიხედვით სადაზღვევო პროდუქტების დამუშავება და მათთან მოლაპარაკება;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელების მართვა;
  • მომხმარებლების იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოძიება - AML პროცესის დასრულება;
  • სხვადასხვა განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა.

 

გამოგვეხმაურე, თუ:

  • გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • გაქვს გაყიდვებში მუშაობის მცირედი გამოცდილება;
  • გაქვს მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება;
  • იცი საოფისე პროგრამები;
  • იცი ინგლისური ენა (B2).

 

ვეძებთ ჩვენიანს:

  • პასუხისმგებლიანს;
  • დეტალებზე ორიენტირებულს;
  • ორგანიზებულს;
  • განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
  • საქმეზე კონცენტრირებულს;

 

დაგახვედრებთ:

  • საინტერესო საქმეს;
  • მრავალფეროვნებას;
  • სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;

 

დაინტერესების შემტხვევაში იხილეთ ბმული