geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას ლიზინგის სახელშეკრულებო მენეჯერის პოზიციაზე იურიდიულ დეპარტამენტში.

 

მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.76მ

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

·       ჯანმრთელობის დაზღვევას

·       დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის

·       თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს

 

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:

·       ლიზინგის, ნასყიდობისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულებების მომზადება (ცვლილებებისა და დამატებების შეტანა), სამართლებრივი ანალიზი - 300,000 $ - 600,000 $;

·       ლიზინგის, ნასყიდობისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულებების შემოწმება - 100,000-დან 300,000 $-მდე;

·       ლიზინგის, ნასყიდობის და უზრუნველყოფის ხელშეკრულებების ცვლილებებისა და/ან დამატებების შემოწმება მიუხედავად თანხის ოდენობისა;

·       საკრედიტო ოქმის მიხედვით წარმოსადგენი დოკუმენტაციის სისრულეში მოყვანა;

·       კლიენტის მიერ წარმოსადგენი იურიდიული დოკუმენტაციების განსაზღვრა, კოორდინაცია/კონტროლი;

·       კონსულტაციის გაწევა კლიენტისა და მომწოდებლისთვის კომერციული განყოფილების თანამშრომლებისა და/ან სხვა სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის საფუძველზე;

·       კლიენტებისა და მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება (KYC პროცესის გავლა);

·       ლიზინგის ტრანზაქციასთან დაკავშირებული ხელმოწერილი დოკუმენტების დასკანერება/ პროგრამული ატვირთვა;

·       გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულებებისა და მათი თანმხლები დოკუმენტების თავმოყრა, ფაილინგის სრულყოფა, არქივაცია და არქივის მენეჯერისთვის გადაცემა;

·       სალიზინგო ტრანზაქციის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულების და ვალების აღრიცხვა;

·       წარმომადგენლობა საჯარო სტრუქტურებთან - შსს მომსახურების სააგენტო/საჯარო რეესტრი;

·       სხვა დავალებებისა შესრულება ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·       აუცილებელია უმაღლესი განათლება იურიდიული/სამართლის მიმართულებით;

·       მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

·       საბანკო და/ან საფინანსო სფეროში მიღებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

·       აუცილებელია ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (B2);

·       აუცილებელია Microsoft Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

 

დამატებითი უნარ-ჩვევები:

·       ეფექტური კომუნიკაციის უნარი (წერითი; ვერბალური);

·       დროის მართვის უნარი;

·       ანალიტიკური უნარ-ჩვევები;

·       მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

·       დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული