geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჩვენ ვეძებთ კვალიფიციურ, ტექნიკურად გამართულ და პასუხისმგებლიან სატელევიზიო სტუდიის სპეციალისტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და პასუხისმგებელი იქნება სკოლის სატელევიზიო სტუდიის ტექნიკურ მართვაზე, ვიდეოგადაღებების ორგანიზებასა და აუდიოვიზუალური მასალის პროფესიონალურ დამუშავებაზე.

 

სატელევიზიო სტუდიის სპეციალისტი უზრუნველყოფს სტუდიის ყოველდღიურ ტექნიკურ გამართულობას, ვიდეო და აუდიო აპარატურის სწორ გამოყენებას, გადაღებების ტექნიკურ მხარდაჭერას, ვიდეომასალის მონტაჟსა და საბოლოო პროდუქტის მომზადებას. პოზიცია ასევე მოიცავს სასკოლო ღონისძიებების, ინტერვიუების, საგანმანათლებლო პროექტებისა და სხვა მედიააქტივობების ტექნიკურ უზრუნველყოფას, ასევე მოსწავლეებისა და თანამშრომლების მხარდაჭერას სტუდიური ტექნიკის უსაფრთხოდ და ეფექტიანად გამოყენებაში.

 

ძირითადი მოვალეობები

  • უზრუნველყოს სკოლის სატელევიზიო სტუდიის ყოველდღიური ტექნიკური მართვა და გამართული ფუნქციონირება;
  • მართოს და მოამზადოს ვიდეოკამერები, მიკროფონები, განათების სისტემები, აუდიოტექნიკა, ვიდეომიქშერები, მონიტორები და სხვა სტუდიური მოწყობილობები;
  • უზრუნველყოს ვიდეოგადაღებების ტექნიკური დაგეგმვა, მომზადება და განხორციელება;
  • ტექნიკურად უზრუნველყოს ინტერვიუები, სასკოლო ღონისძიებები, პრეზენტაციები, საგანმანათლებლო პროექტები, ვიდეოგადაცემები და სხვა აუდიოვიზუალური აქტივობები;
  • განახორციელოს გადაღებული ვიდეო და აუდიომასალის მონტაჟი, დამუშავება და საბოლოო ფორმატში მომზადება;
  • უზრუნველყოს ვიდეომასალაში ხმის, გამოსახულების, განათების, ტიტრების, გრაფიკული ელემენტებისა და სხვა ტექნიკური კომპონენტების შესაბამისი ხარისხი;
  • საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს პირდაპირი ტრანსლაციების, ონლაინ ღონისძიებებისა და ჰიბრიდული ფორმატის აქტივობების ტექნიკური მხარდაჭერა;
  • გადაღებამდე შეამოწმოს ყველა შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობის გამართულობა და დროულად აღმოფხვრას მარტივი ტექნიკური ხარვეზები;
  • უზრუნველყოს სტუდიური ტექნიკის სათანადო შენახვა, მოვლა, აღრიცხვა და უსაფრთხო გამოყენება;
  • გამოავლინოს ტექნიკის შეკეთების, ჩანაცვლების ან განახლების საჭიროებები და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს სკოლის ადმინისტრაციას;
  • უზრუნველყოს ვიდეოფაილების ორგანიზებული შენახვა, არქივირება და საჭირო მასალების ხელმისაწვდომობა;
  • დაიცვას სკოლის მონაცემთა დაცვის, კონფიდენციალურობის, safeguarding-ის, უსაფრთხოებისა და მოსწავლეთა კეთილდღეობის შესაბამისი პოლიტიკები;
  • მოსწავლეებსა და თანამშრომლებს გაუწიოს ტექნიკური კონსულტაცია და მხარდაჭერა სტუდიური აღჭურვილობის გამოყენებისას;
  • საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს გააცნოს ვიდეოგადაღების, განათების, აუდიოჩაწერისა და მონტაჟის ძირითადი პრინციპები;
  • ითანამშრომლოს სკოლის ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან, მარკეტინგისა და კომუნიკაციების გუნდთან და სხვა შესაბამის თანამშრომლებთან მედია პროექტების განხორციელების პროცესში;
  • მიიღოს მონაწილეობა სკოლის შეხვედრებსა და პროფესიული განვითარების შესაბამის აქტივობებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტელე-რადიო წარმოების, კინემატოგრაფიის, მედია წარმოების, აუდიოვიზუალური ხელოვნების, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან სხვა შესაბამის მიმართულებაში;
  • ვიდეოგადაღებისა და ვიდეომონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ვიდეოკამერების, მიკროფონების, განათების მოწყობილობებისა და სხვა სტუდიური ტექნიკის გამოყენების ცოდნა;
  • ვიდეომონტაჟის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ვიდეო და აუდიო სიგნალის, კადრირების, განათებისა და ხმის ჩაწერის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირებისა და ოპერატიულად გადაჭრის უნარი;
  • ძლიერი ორგანიზაციული უნარები და რამდენიმე დავალების პარალელურად ეფექტიანად მართვის შესაძლებლობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი ხარისხის აუდიოვიზუალური პროდუქტის შექმნისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოსწავლეებთან და სკოლის თანამშრომლებთან პროფესიონალურად და კეთილგანწყობით მუშაობის უნარი;
  • ტექნიკის უსაფრთხო გამოყენებისა და სამუშაო გარემოს მოწესრიგებულად მართვის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

 

დამატებითი უპირატესობები

  • სატელევიზიო, ვიდეოპროდუქციის ან პროფესიონალურ სტუდიურ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
  • Adobe Premiere Pro, DaVinci Resolve, Final Cut Pro ან სხვა პროფესიონალური ვიდეომონტაჟის პროგრამების ცოდნა;
  • Adobe After Effects-ის, Photoshop-ის ან სხვა გრაფიკული და ვიზუალური დამუშავების პროგრამების გამოყენების გამოცდილება;
  • პირდაპირი ეთერისა და live streaming ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება;
  • OBS Studio-ს, ATEM-ის ან სხვა ვიდეომიქშერისა და ტრანსლაციის სისტემების ცოდნა;
  • ფოტოგრაფიისა და ფოტო დამუშავების გამოცდილება;
  • მოძრავი გრაფიკის, ანიმაციის ან ვიზუალური ეფექტების შექმნის უნარი;
  • სასკოლო, საგანმანათლებლო ან ახალგაზრდულ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
  • მოსწავლეებისთვის ვიდეოწარმოების მიმართულებით პრაქტიკული ცოდნის გაზიარების ან ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
  • ძლიერი პრობლემების გადაჭრის, დროის მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარები.

 

ჩვენ გთავაზობთ

  • თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სტუდიური აღჭურვილობით მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების შესაძლებლობებს;
  • მხარდამჭერ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • მრავალფეროვან სასკოლო, შემოქმედებით და საგანმანათლებლო მედია პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • სკოლის მედია და ციფრული კომუნიკაციების მიმართულების განვითარებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას.

 

დაინტერესების სემტხვევაში იხილეთ ბმული