Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO Georgia არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი. BDO-ს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული პროდუქტების ოფისის მისიაა BDO- ს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა თანამედროვე IT ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებების შექმნის გზით, რაც უზრუნველყოფს ეფექტიანობას, მონაცემთა უსაფრთხოებასა და თანამშრომლობის გამარტივებას.

 

ადგილმდებარეობა  -  ი. თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

 

ვაკანსიის დასახელება  -   ანაზღაურებადი სტაჟირება - პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის კონსულტანტი

 

სამუშაო საათები  -   სრული სამუშაო გრაფიკი: 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება: 13:00- 14:00


ხანგრძლივობა  -   6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან,დასაქმდებიან კომპანიაში

 

ფუნქცია/მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული აპლიკაციებისა და პროგრამული უზრუნველყოფების მხარდაჭერასა და ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობის მიღება
  • პროგრამულ უზრუნველყოფებთან დაკავშირებული  საკონსულტაციო და სადიაგნოსტიკო სამუშაოების განხორციელებაში ჩართულობა
  • კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლასა და ანალიზში მონაწილეობა
  • ახალი აპლიკაციებისა და პროგრამული უზრუნველყოფების დანერგვაში მონაწილეობის მიღება
  • პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობა
  • სამუშაო როლთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ამოცანებისა და მენეჯერის მითითებების შესრულება

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების  ან მასთან დაკავშირებული მიმართულებით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის

სტუდენტებიც)

  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
  • სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა
  • ტექნოლოგიური სფეროსადმი ინტერესი
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

 

აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: ანაზღაურებადი სტაჟირება - პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის კონსულტანტი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30.07.2025