Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შპს „სმარტმანი“ აცხადებს თანამშრომელთა მიღებას UCMAS-ის მენტალური არითმეტიკის მასწავლებლის პოზიციაზე როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე.

 

ჩვენ ვეძებთ ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით სავსე პირებს, რათაშეუერთდნენ ჩვენს UCMAS-ის პროგრამის გუნდს. თუ გიყვართ მუშაობა ბავშვებთან და გსურთ, გახდეთ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი, ეს შესაძლებლობა სწორედ თქვენთვის არის!

 

 

  • ნახევარი განაკვეთი

შესაფერისია: მესამე და მეოთხე კურსის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
გრაფიკი: შაბათი და კვირა, 09:30 – 18:00

 

 

  • სრული განაკვეთი

შესაფერისია: ახალი კურსდამთავრებულთათვის
გრაფიკი: ხუთი სამუშაო დღე კვირაში
➡ შაბათ-კვირა - სავალდებულო სამუშაო დღეები
➡ ორი კვირის დღე აირჩევა უქმე დღეებად

 

  • ტრენინგი:

ყველა შერჩეული კანდიდატი მიიღებს სრულ ტრენინგს ჩვენი კომპანიის სათაო ოფისში

 

პასუხისმგებლობები:
• გაკვეთილების ჩატარება UCMAS პროგრამის ოფიციალური სასწავლო გეგმის
მიხედვით
• გაკვეთილების ჩატარება როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ ფორმატებში
(როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ)
• კომუნიკაცია მშობლებთან და უკუკავშირი მოსწავლეთა პროგრესთან დაკავშრებით

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ინგლისურის ენის სულ მცირე B1 დონეზე ფლობა აუცილებელია, რადგან
სწავლების მასალები და საერთაშორისო კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე წარიმართება
• ბავშვებთან (4-14 წლის ასაკი) პედაგოგიური გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
• ენერგიული, პოზიტიური დამოკიდებულება და განათლების მიმართ გულწრფელი ინტერესი


ხელფასი:
საწყისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი: 800-დან 1200 ლარამდე, გამოცდილებისა და სამუშაო განრიგის მიხედვით.


გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე (PDF ფორმატში) შემდეგ მისამართზე: hr@ucmas.ge 

Subject: UCMAS Extracurricular Teacher Application