Nexia Georgia საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელის - Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში, 2014 წლიდან. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში, 800-მდე ოფისით არის წარმოდგენილი და გამოირჩევა თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისებით.
Nexia Georgia აერთიანებს 700-მდე კლიენტს და 300-მდე პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიკური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებითა და ცოდნით.
Nexia Georgia აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საერთაშორისო დაბეგვრისა და სატრანსფერო ფასწარმოქმნის დეპარტამენტში. სტაჟირება მოიცავს სასწავლო პროგრამასა და პრაქტიკულ მუშაობას. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება.
სამუშაო განაკვეთი: სრული, უნივერსიტეტთან შეთავსებით.
სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის ქ. 12, King David.
მოთხოვნები:
❖ აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა(B2);
❖ Excel-ის ცოდნა;
❖ სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებისა და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
ფუნქციები და მოვალეობები:
❖ კონტრჰაგენტი კომპანიის დეკლარირებული მონაცემების დამუშავება;
❖ კომპანიის წარმოდგენილი დოკუმენტაციის Excel-ში დამუშავება და შესწავლა;
❖ კომპანიის საგადასახადო რისკების განსაზღვრა (აუდიტორის ზედამხედველობით);
❖ აუდიტის პროექტის სამუშაო ფაილების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
❖ სატრანსფერო ფასწარმოქმნის შეფასების პროცესში კლიენტის მიერ წარმოდგენილი პირველადი ინფორმაციის ანალიზი, მათ შორის უკვე არსებული სატრანსფერო რეპორტების გაცნობა;
❖ ოპერაციების შინაარსში გარკვევა, ხელშეკრულებების გაცნობა, შესაბამისი საბუღალტრო ამონაწერების გაცნობა და ანალიზი;
❖ სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაციისთვის საჭირო სტატისტიკური თუ ეკონომიკური ბაზრების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „სტაჟირება საერთაშორისო დაბეგვრისა და სატრანსფერო ფასწარმოქმნის დეპარტამენტში".
გისურვებთ წარმატებებს!