აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „Loialte“ აცხადებს სტაჟირებას კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.
„Loialte“ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს (www.loialte.com.ge)
„Loialte“ პირველი ქართული ბრენდია ზემოაღნიშნულ სფეროში, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემები) სერტიფიკატს, რაც ადასტურებს იმას, რომ „Loialte“ - ში დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო დონისა და უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას მომხმარებლისთვის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბაზებთან და კლიენტებთან კომუნიკაციის დოკუმენტაციის მომზადება, აღწერა და სტანდარტიზაცია;
- პარტნიორი ორგანიზაციების ბაზების დამუშავებისა და ანალიზის პროცესში ჩართულობა;
- დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია;
- ინფორმაციის გაზიარება დაინტერესებული პირებისთვის;
- საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და წარმართვა;
- ანგარიშების წარმოება ხელმძღვანელის მითითებით.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უპირატესობა მიენიჭება ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტებს
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე
- პროგრამების ცოდნა (excel, word, google)
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტაცია
- გუნდური მუშაობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
სტაჟირების პირობები:
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე.
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
- სტაჟირება ანაზღაურებადია