geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თიბისის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

ეძებ სტაჟირებას, რომელიც ქვეყნის წამყვან პროფესიონალებთან ერთად საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მოგცემს? მაშინ თიბისის სტაჟირების პროგრამა სწორედ შენთვისაა.

თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული, ხარ გამბედავი და მიზანსწრაფული -  გაეცანი მიმართულებებს და დარეგისტრირდი თიბისის სტაჟირების პროგრამაზე.

 

გუნდები, რომლებსაც შეგიძლია შემოუერთდე:

საინვესტიციო საბანკო ბიზნესი - TBC Capital

AI ინჟინერია

კორპორატიული ბიზნესის მართვა

Concept, WM და მცირე და საშუალო ბიზნესების ფინანსების მართვა

ადამიანური კაპიტალის მართვა

ბრენდის გამოცდილება და მარკეტინგი

იურიდიული მიმართულება

გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხები (ESG)

სამშენებლო რისკების პრევენცია და კონტროლი (Construction)

 

 

გინდა გაიგო მეტი პროგრამის შესახებ?

შემოგვიერთდი საინფორმაციო შეხვედრაზე : 

6 ოქტომბერი 

17:00 საათი 

მარჯანიშვილის ქ. #7

დარეგისტრირდი შეხვედრაზე დასასწრებად, სადაც:

მოგიყვებით თიბისის და სტაჟირების პროგრამის შესახებ

გაიცნობ პროგრამის მონაწილეებსა და შენს მომავალ მენტორებს

შეხვდები HR გუნდს და მიიღებ პრაქტიკულ რჩევებს შერჩევის ეტაპების წარმატებით გასავლელად

პირისპირ გაესაუბრები შენთვის საინტერესო მიმართულებების წარმომადგენლებს

 

თუ ფიზიკურად დასწრებას ვერ შეძლებ, 8 ოქტომბერს, 16:00 საათზე შეხვედრა ონლაინ ფორმატშიც გაიმართება. დასწრება თავისუფალია, შემოგვიერთდი - TBC Internship Program - Online Event | Join meeting in Teams | Microsoft Teams

 

გაითვალისწინე, პროგრამაზე მიღების ბოლო ვადა: 14 ოქტომბერია,

მთავარია გჯეროდეს შენი პირველი ნაბიჯის. დარეგისტრირდი დღესვე!

 

თარიღი: 05/10/2026