Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინგლისური ენის მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში (აღებული უკანასკნელი 6 წლის მანძილზე, B2 დონე), თსუ-სა და ტეხასის უნივერისტეტის (UT Dallas) გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე.

 

აღნიშნულის განსახორციელებლად, ტესტირების გავლით დაინტერესებულმა თსუ-ს სტუდენტებმა ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა გამოაგზავნონ სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა არაუგვიანეს 19 დეკემბრის 16:00 საათისა (თბილისის დროით) შემდეგ ელექტორნულ მისამართზე outgoingmobility@tsu.ge.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტესტირებაზე რეგისტრაციის მიზნით გადმოგზავნილ ელექტრონულ შეტყობინების სათაურში მიუთითოთ კონკურსის სახელი, ხოლო ტექსტში, თქვენი:

  1. სახელი და გვარი
  2. პირადი ნომერი
  3. ფაკულტეტი/მიმართულება
  4. სემესტრი

 

ტესტირება გაიმართება 2025 წლის 23 დეკემბერს, 10:00 საათზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).

 

თსუ-სა და ტეხასის უნივერისტეტის (UT Dallas) გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის სხვა დეტალებთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

 

 

პროგრამა დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას ახორციელებს აშშ-ს საელჩო საქართველოში ტეხასის უნივერსიტეტთან ერთად.