კატეგორია:
ვაკანსია/სტაჟირება
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
17/08/2026 - 14/09/2026
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ მარკეტინგის მენეჯერის ვაკანსია.
ძირითადი პირობები:
- მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70
- სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- ანაზღაურება: 2500 - 3000 ლარი ხელზე ასაღები (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
- ქვეყნის ფარგლებში მივლინებები ივენთებიდან გამომდინარე
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
- მსგავს პოზიცაზე მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება (სასურველია ავტო-მოტო სფეროში)
- ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება (როგორც ციფრულ არხებში, ისე ფიზიკურ სივრცეში)
- უპირატესობა მიენიჭება ავტო-მოტო სპორტის სფეროში ღონისძიებების დაგეგმვის და ჩატარების გამოცდილების ქონას
- ძლიერი საოგრანიზაციო უნარები
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომერციულ დეპარტამენტთან და ბრენდ მენეჯერებთან კოორდინირებული მუშაობით გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა სწორი მარკეტინგული ინსტრუმენტების გამოყენებით.
- ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების ეფექტური დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი (როგორც ციფრულ, ისე ფიზიკურ არხებში).
- ბრენდული, ივენთ-პროექტებისა და კორპორატიული ღონისძიებების სრული ციკლის ორგანიზება, ლოჯისტიკა და მართვა
- კომპანიის მარკეტინგული გეგმის შესრულება მარკეტინგის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით
- მარკეტინგული ბიუჯეტის კამპანიების მიხედვით შედგენა, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება და ხარჯების კონტროლი და ანგარიში
- გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა – მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველყოფა (პრეზენტაციები, მასალები და სხვ.) საერთაშორისო ბრენდების მარკეტინგული მოთხოვნების/ ანგარიშგებების მომზადება და კონტროლი.
- სოციალური მედიის აქტივობების მართვა და შესაბამისი გუნდის (კონტენტ კრეატორები, დიზაინერები და სხვ.) კოორდინაცია
- სარეკლამო და საკომუნიკაციო მასალების (ტექსტი, დიზაინი, ვიდეო და ა.შ.) მომზადების პროცესის მართვა
- შოურუმის ვიზუალი: შოურუმის ვიზუალური მხარის მოწესრიგება - კონცეფციების შეტანა, ბანერებით უზრუნველყოფა და სხვა
- კრეატიული კამპანიები და ციფრული მხარე: ბრენდის პოზიციონირებისთვის ახალი იდეების განხორციელება, Google Review-ები, SEO ოპტიმიზაცია და სხვა პრობლემების მოძიება/აღმოფხვრა
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 14 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა
- პირისპირ გასაუბრება
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული