Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი 

თსუ-ს შვიდივე ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის 

 ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, 

თსუ-ს პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტის მიერ 2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შემოთავაზებული 

 სტიპენდიების მოსაპოვებლად

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების შემდეგი საფეხურების სტუდენტებს, რომელთაც აქვთ GPA არანაკლებ 2.5-სა:

  1. ბაკალავრიატის საფეხურის მეორე*, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრების სტუდენტებს, ამასთან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტს კონკურსში მონაწილეობის ეტაპზე დაგროვებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 კრედიტისა (გაეცანით შესაბამის რეგულაციას);
  2. მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს;

 

 

აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე!

 

მობილობის პერიოდი: 2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

სტიპენდიების ჩამონათვალი ქვეყნების, უნივერსიტეტებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით იხილეთ აქ *

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი იხილეთ აქ

 

!! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ-ს ვებ-გვერდზე!

* ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონკურსზე რეგისტრაციისას შესაძლოა შესაბამის სარჩევში არ იძებნებოდეს თქვენთვის სასურველი უნივერსიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ იგი საკონკურსო განცხადებაშია ასახული.

  • ვინაიდან ეს არ არის აუცილებლად შესავსები ველი, აღნიშნული გარემოება თქვენ არ შეგიშლით ხელს სასურველ უნივერსიტეტზე განაცხადის გადმოგზავნაში. დოკუმენტაციის გადამოწმების ეტაპზე, თქვენი განაცხადი განიხილება იმ უნივერსიტეტებზე, რომელზეც თქვენ გექნებათ სრული სააპლიკაციო დოკუმენტაცია ატვირთული (შევსებული მობილობის ხელშეკრულება, მოტივაციის წერილი, დოქტორანტებისათვის, დამატებითად: საკვლევი გეგმის მონახაზი, წინასწარი მიღების წერილი და ა.შ)

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: outgoingmobility@tsu.ge