Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი

თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი, მეორე და დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ზაარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია) ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარული ფაკულტეტის და იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი, მეორე და დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის შემდეგი მიმართულების სტუდენტებს:

  1. იურიდიული
  2. გერმანული ფილოლოგია - სავალდებულოა (C1) დონეზე გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა!

სწავლების ენა: ინგლისური, გერმანული

 

მობილობის პერიოდი: 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.