Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი

კომპიტერული მეცნიერებების აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებისთვის

ვიურცბურგის უნივერსიტეტში (გერმანია)

ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად 

 

 

 

 

სამიზნე ჯგუფი:  თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების აკადემიურ პერსონლის წარმომადგენლები, რომლებიც ფლობენ გერმანულ ენას 

მობილობის ენა: გერმანული

მობილობის განხორციელების ვადა: 2024/25 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე

 

 

ნომინანტთა შესარჩევი პროცესი:

  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  1. პასპორტის ასლი;
  2. ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
  3. CV ინგლისურ ენაზე; 
  4. რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე), რომელიც გაცემული უნდა იყოს ფაკულტეტის დეკანის მიერ;
  5. შევსებული სამუშაო გეგმა (Mobility Agreement) ინგლისურ ენაზე თსუ- ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით; დანართი 1; 
  6. მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ გაცემული დაინტერესების წერილი (pre-acceptance) (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესების დასტური, რომელიც გაცემული იქნება მასპინძელი უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური მიმართულების სამდივნოს ან/და პროფესორის მიერ).

რელევანტური მიმართულების აკადემიურმა პერსონალმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) უნდა გამოგზავნოს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge მიმდინარე წლის 30 ივნისის 17:00 საათამდე (თბილისის დროით)! გასაუბრება დასწრებულ რეჟიმში ჩატარდება 2025 წლის 1 ივლისს.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოგზავნილი განაცხადის შეცვლა ან/და ატვირთული დოკუმენტ(ებ)ის გამოცვლა შეუძლებელია.

 

კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge