geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შპს „ევროპული სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო პროგრამის დაწყებითი საფეხურის (IB PYP) და ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე 2026 წლის 01 სექტემბრიდან

 

თანამდებობის მიზანი: მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა; კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

 

ფუნქცია-მოვალეობები:   

  • გაკვეთილებზე დასწრება და მასწავლებლისთვის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა: საჭირო მასალების კოპირება  და მიწოდება მასწავლებლისთვის, ისე რომ არ შეფერხდეს გაკვეთილის მიმდინარეობა;
  • საჭიროების შემთხვევაში საგაკვეთილო პროცესში ჯგუფური სამუშაოების დროს მოსწავლეებისთვის დახმარების აღმოჩენა;
  • მოსწავლეების საკლასო ოთახებში ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფა;
  • მოსწავლეების სასადილოში ჩაყვანის ორგანიზება და მეთვალყურეობა;
  • საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებისთვის სამოსის გამოცვლასა და შენახვაში დახმარების აღმოჩენა;
  • ექსკურსიებისა და სხვა კლასგარეშე აქტივობების დროს მოსწავლეების მეთვალყურეობა და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
  • მოსწავლეების საბუთების მოწესრიგება-კონტროლი;
  • სემესტრის ბოლოს კოორდინატორის ინფორმირება გაწეული საქმიანობის შესახებ;
  • კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

 

აუცილებელი მოთხოვნა:

  • ინგლისური ენის ცოდნა IB PYP პრორამის შემთხვევაში.

 

მომსახურების გაწევის პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • აკურატულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • კეთილგანწყობილობა;
  • ყურადღებიანობა;
  • დაკვირვებულობა;

 

დაინტერესების სემთხვევაში იხილეთ ბმული