სამაგისტრო პროგრამის დასახელება: ბავშვის უფლებები (ერთობლივი)
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდგომ: ბავშვის უფლებების მაგისტრი / Master of Child Rights
პროგრამის მეორე ნაწილის დასრულების შემდგომ: კვლევის მაგისტრი ბავშვის უფლებებში / Master of Research in Child Rights
დადგენილების ნომერი: №44/2026 (დანართი №329)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება (თსუ), ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი (ბსუ), განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (თესაუ).
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო შატბერაშვილი (თსუ); პროფესორი ლელა თურმანიძე (ბსუ); პროფესორი ნინო მოდებაძე (თესაუ).
სწავლების ენა: ქართული
საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან 60+60 ECTS:
პირველი ნაწილი: კრედიტების მოცულობა: 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
სავალდებულო სასწავლო კურსები: 50 კრედიტი (ECTs);
არჩევითი სასწავლო კურსები: 5 კრედიტი (ECTs);
თავისუფალი კრედიტები: 5 კრედიტი (ECTs).
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
მეორე ნაწილი: კრედიტების მოცულობა - 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
სავალდებულო სასწავლო კურსები: 50 კრედიტი (ECTs);
არჩევითი სასწავლო კურსები: 5 კრედიტი (ECTs);
თავისუფალი კრედიტები: 5 კრედიტი (ECTs);
საკვალიფიკაციო ნაშრომი: 30 კრედიტი (ECTs).
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის - ბავშვის უფლებები (პირველი ნაწილი) მიზანია:
- ბავშვობის გამოცდილების ისტორიულ და თანამედროვე ჭრილში გააზრება;
- ბავშვის განვითარების თავისებურებებისა და ძირითადი მახასიათებლების შესწავლა;
- ბავშვის განვითარების პროცესის ჯანსაღ გარემოში მიმდინარეობის მნიშვნელობისა და ამგვარ გარემოში ადამიანის ფორმირების ხელშეწყობით საზოგადოების განვითარების პროცესში წვლილის შეტანის გააზრება;
- ყოვლისმომცველი და პლური და ტრანს, ასევე, ინტერდისციპლინური თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების, თანამედროვე ეპოქაში ბავშვების წინაშე არსებული პრობლემების, მათი საჭიროებებისა და უფლებების რეალიზების ხელშემწყობი მექანიზმების/ფაქტორების შესწავლა, რაც განმტკიცებულია ბავშვის უფლებათა კონვენციითა და მისი დამატებითი პროტოკოლებით სხვა საერთაშორისო და ეროვნული, რეგიონული, სამართლებრივი მექანიზმებით;
- ბავშვზე ზრუნვის, დაცვისა და კეთილდღეობის სისტემების ფუნქციონირების სპეციფიკის და მათი ეფექტიანობის ზრდისათვის საჭირო მექანიზმების დასწავლა, რომელსაც გამოიყენებენ ბავშვთა უფლებრივ საკითხებზე სხვადასხვა სფეროში (სამართალი, განათლება, ფსიქოლოგია, მედიცინა, სოციალური მუშაობა, ეკონომიკა, საჯარო მართვა, მედია და სხვა) არსებული ცოდნისა და გამოცდილების კონსოლიდაციით;
- პოლიტიკის ფომირებისა და ადვოკატობის უნარ-ჩვევების განვითარება სამართლებრივ და გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე ზეგავლენის მოსახდენად ადგილობრივ, ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის - ბავშვის უფლებები (მეორე ნაწილი) მიზანია:
- ბავშვის უფლებების სფეროში არსებულ და მზარდ აქტუალურ პრობლემებზე ინოვაციური, ინკლუზიური, მონაწილეობითი და უფლებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება, აკადემიური ნაშრომის შექმნა და კვლევით ინფორმირებული პოლიტიკისა და პრაქტიკის წარმოება;
- ბავშვების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, მათი მდგომარეობის შეფასებისა და ანალიზის უნარის განვითარება, კვლევით ინფორმირებული პოლიტიკისა და პრაქტიკის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასებისათვის, ამასთან თავად ბავშვების მონაწილეობით.
მაგისტრატურის საგანამანათლებლო პროგრამის პირველ ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის მოთხოვნა:
- საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
- წერითი გამოცდის ჩაბარება სპეციალობაში;
- მიმღებ კომისიასთან გასაუბრება სპეციალობასა და უცხოურ ენაში (ინგლისური ენა - B2 დონე).
- სასურველია აპლიკანტს ქონდეს სამუშაო გამოცდილება, მაგრამ არა აუცილებელი პირობა.
- მისაღები გამოცდების ფორმატი და საბოლოო ქულების გამოყვანის სტრუქტურა:
- საერთო სამაგისტრო გამოცდა - საკმარისია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ბარიერების წარმატებით გადალახვა (მინიმალური ზღვარი);
- წერითი გამოცდა სპეციალობაში (40 - % ) - მინიმალური ზღვარი 51 ქულა (100 ქულიდან);
- გასაუბრება სპეციალობასა და უცხოურ ენაში (ინგლისური ენა B2) (60 %) - მინიმალური ზღვარი 51 ქულა (100 ქულიდან).
პირველ ეტაპზე სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველები წერენ ესსეს, საგამოცდო კომისიის მიერ განსაზღვრულ თემაზე. წარმოდგენილი ესსეს მიხედვით ფასდება სწავლის მსურველთა ცოდნის დონე ბავშვთა განათლების, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ საქართველოში და გლობალურად. ესსე შეადგენს საბოლოო შეფასების 40 პროცენტს. ის ფასდება შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:
- პრობლემის გააზრების სიღრმე- 20 ქულა
- არგუმენტაციის უნარი - 10 ქულა
- კრიტიკული ანალიზის უნარი - 10 ქულა
ესსეს მოცულობა უნდა იყოს არაუმეტეს 3 გვერდი.
მეორე ეტაპზე სტუდენტები გაივლიან გასაუბრებას სპეციალობასა და უცხოურ ენაში (ინგლისური ენა) პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისაგან დაკომპლექტებული კომისიის წინაშე. გასაუბრება შეადგენს საბოლოო შეფასების 60% (აქედან 40% სპეციალობაში, 20% კი უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ენა)). გასაუბრებაზე აპლიკანტი ასევე განიხილავს სასწავლო მასალიდან/სასწავლო მასალის სირთულის ტექსტს უცხოურ ენაზე, ამ მიმართულებით მისი კომპეტენციების შეფასების მიზნით (პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა არანაკლებ B2 დონე).
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს ბავშვის უფლებების მაგისტრის ხარისხის მქონე პირს. ამ ნაწილზე დამატებითი პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად (პროგრამის პირველი ნაწილის დასრულება).
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის - ბავშვის უფლებები (პირველი ნაწილი):
ა) ცოდნა და გაცნობიერება: 1.1 სისტემურად აღწერს და დეტალურად აყალიბებეს: ბავშვობის გამოცდილებას ისტორიული, თანამედროვე და კულტურათაშორისო პერსპექტივით; ბავშვის უფლებრივი პოლიტიკის ფორმირების ისტორიას; ბავშვის უფლებების დაცვის საფუძვლებსა და ბავშვის განვითარების ეტაპებსა და პროცესებს და საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული მონიტორინგის მექანიზმების ურთიერთმიმართებას, ისევე როგორც უფლებების დაცვის შესაბამის მეთოდებს/მიდგომებს; დეტალურად განმარტავს გარემო ფაქტორების ზეგავლენას ბავშვების კარგად ყოფნაზე; 1.2 ამჟღავნებს ბავშვობის გამოცდილების ღრმა ცოდნას ისტორიული, თანამედროვე და კულტურათშორისი პერსპექტივით; 1.3 აღწერს ბავშვის უფლებრივი პოლიტიკის ფორმირების ისტორიას; 1.4 დეტალურად განმარტავს ადრეული ჩარევის მნიშვნელობას, ზრუნვის მოვალეობის განხორციელების ხელშემწყობ და ხელშემშლელ ფაქტორებს; 1.5 სისტემურად და სიღრმისეულად აღწერს საჯარო პოლიტიკის ზეგავლენას ბავშვზე ზრუნვის, დაცვის, კეთილდღეობის ასპექტებზე და რისკის მენეჯმენტის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს;
ბ) უნარები: 2.1 ახორციელებს რა პრაქტიკულ საქმიანობას ბავშვის უფლებების დამცველ, მომსახურების მიმწოდებელ და უფლებადარღვევებზე მრეაგირებელ ორგანიზაციებში/უწყებებში, იყენებს ინტერდისციპლინურ ცოდნას ბავშვის უფლებების რეალიზების გამოწვევების საპასუხოდ სამართლებრივი, სოციალური, ეკონომიკური, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და მედია პერსპექტივის ინკორპორირებით; 2.2 სამართლებრივი, სოციო-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, სპირიტუალური კონტექსტის კრიტიკულად გააზრების, ბავშვის უფლებების რეალიზების ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორების შედარებითი ანალიზის საფუძველზე, ახდენს ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში საჭირო ცვლილებებს და ეწევა შესაბამისი პოლიტიკისა და პრაქტიკის წარმოების ადვოკატობას; 2.3 განვითარებული მართვისა და ადვოკატობის კომპეტენციების საფუძველზე, ავტონომიურობის პრინციპების დაცვით, ხელმძღვანელობს ბავშვის უფლებების ადვოკატობასა და უფლებადაცვითი საქმიანობის მონიტორინგს.
გ) პასუხისმგებლობა და ავტონომია: 3.1 წვლილი შეაქვს ბავშვთა უფლებადამცველთა ეროვნული და საერთაშორისო ქსელის შექმნასა და თანამშრომლობის გააქტიურებაში, ბავშვების მონაწილეობის წახალისებით;
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის - ბავშვის უფლებები მუშაობა (მეორე ნაწილი):
ა) ცოდნა და გაცნობიერება: სისტემურად და სიღრმისეულად აღწერს საჯარო პოლიტიკის ზეგავლენას ბავშვზე ზრუნვის, დაცვის, კეთილდღეობის ასპექტებზე და რისკის მენეჯმენტის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს.
ბ) უნარები: 2.1 კრიტიკულად აანალიზებს ბავშვის უფლებების სფეროში უახლეს სამეცნიერო კვლევებს და ახორციელებს ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის საზომ ინოვაციურ კვლევებს ეთიკის ნორმებზე დაყრდნობითა და პიროვნული მრავალფეროვნებების გათვალისწინებით, როგორც მონოდისციპლინურ, ასევე პლური- და ინტერდისციპლინურ ფორმატში ბავშვისა და მოზარდის ჩართულობით; 2.2 დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკვლევ პრობლემატიკას და პროფესიული ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვით ამზადებს საკვალიფიკაციო ნაშრომს;
გ) პასუხისმგებლობა და ავტონომია: 3.1 წვლილი შეაქვს ბავშვთა უფლებადამცველთა ეროვნული და საერთაშორისო ქსელის შექმნასა და თანამშრომლობის გააქტიურებაში, ბავშვების მონაწილეობის წახალისებით; 3.2 დამოუკიდებლად და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით უდგება კვლევას, ქმნის კვლევით ნაშრომს და მსჯელობს განხორციელებული სამეცნიერო და კვლევითი მიღწევების შესახებ პროფესიული ეთიკის სტანდარტებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.
პროგრამის კურსდამთავრებულები კვალიფიცირდებიან ბავშვის უფლებადამცავებად და დასაქმდებიან განათლების, ჯანმრთელობის, ზრუნვის, კეთილდღეობის, მართლმსაჯულების სფეროში, ასევე განახორციელებენ ბავშვის უფლებების დაცვის პოლიტიკის, მართვისა და კვლევით საქმიანობას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში.
ბავშვის უფლებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (პირველი ნაწილი) კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს დასაქმდეს:
- ბავშვებთან მომუშავე ორგანიზაციებში, ბავშვის უფლებადამცავებად განათლების, ჯანმრთელობის, ზრუნვის, კეთილდღეობის, მართლმსაჯულების სფეროში, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში.
ბავშვის უფლებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მეორე ნაწილი) კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს დასაქმდეს:
- ბავშვის ზრუნვის, დაცვისა და კეთილდღეობის პოლიტიკის, პროგრამების მართვის, კვლევითი საქმიანობის განხორციელებისთვის ნებისმიერ სფეროში;
- ბავშვთა საკითხებზე მომუშავე და კვლევითი საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციებში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში.